როგორ აქცია გრეის ბონიმ ინტერიერის შესახებ შექმნილი ბლოგი დიდ ბიზნესად

როგორ აქცია გრეის ბონიმ ინტერიერის შესახებ შექმნილი ბლოგი დიდ ბიზნესად

2004 წელს გრეის ბონის ახალი დამთავრებული ჰქონდა კოლეჯი, როდესაც თავისი ინტერიერისა და „შექმენი საკუთარი ხელით” ბლოგი Design*Sponge შექმნა: ერთი ქალბატონისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც ბრუკლინში თავისი კამერით დადიოდა და სურათებს უღებდა ყველაფერს, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდა.

თავის რჩენის მიზნით, გრეის ბონიმ კონტრაქტით დაიწყო მუშაობა სახლის, ინტერიერისა და ცხოვრების სტილის პრიალაყდიანი ჟურნალისათვის. მაგრამ იმ პერიოდში არც ერთი მედიააუტლეტი არ იყო დაინტერესებული იმ სახის ხელნაკეთი დიზაინით, რომელიც მას იტაცებდა.

„იმ პერიოდში არ არსებობდა არც Etsy, – ამბობს დღეს უკვე 35 წლის ბონი, – და არც Domino”.

წლების განმავლობაში გრეის ბონი აკვირდებოდა, თუ როგორ იცვლებოდა მედიალანდშაფტი და იხურებოდა ინტერიერის აუტლეტები.

„ჩემი ბლოგის წარმატება თანამიმდევრული გახდა, – ამბობს გრეისი. – სწორედ ამ მომენტში მივხვდი, რომ ბლოგი სტაბილური რამ შეიძლება ყოფილიყო”.

2017 წლის მარტიდან მოყოლებული Design*Sponge-ის ყოველდღიურ მკითხველთა რაოდენობამ 75,000 შეადგინა, ამას დამატებული 150,000 RSS-ის მკითხველი, 584,000 Twitter- ის, 847,000 Instagram-ის და 300,000 Pinterest-ის მიმდევარი,და ასევე 327,000 ფანი Facebook-ზე.

ბონის პირველი ადგილი უკავია სახლის დიზაინის კატეგორიაში Forbes-ის მიერ პირველად შედგენილ სიაში, სადაც ის ადამიანები მოხვდნენ, რომელთაც ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეძლეს. ამავე კატეგორიაში აღმოჩნდნენ ბლოგიდან ბიზნესად ქცეული A Beautiful Mess-ის დამფუძნებელი ელსი ლარსონი (მე-2 ადგილი) და პოპულარული დიზაინისა და „შექმენი შენი ხელით” YouTube-ის არხის Mr. Kate-ის შემქმნელი კეიტ ალბრეხტი (მე-3 ადგილი).

„უკვე 13 წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული და აქედან გამომდინარე უკვე საკმაოდ “ძველი’ ბლოგერი ვარ”, – ამბობს ნიუ-იორკში, მდინარე ჰუდსონის ხეობაში მდებარე თავის სახლში მყოფი ბონი.

ეკონომიკის აღმასვლა-დაღმასვლის პარალელურად, Design*Sponge- ში დასაქმებულ მწერალთა რაოდენობა ხუთიდან ოც ადამიანამდე მერყეობს. 2013 წელს ბონის ბლოგის შინაარსი, ავეჯისა და არქიტექტურის გარდა, ასევე მოიცავდა ინფორმაციას ბონის უსაყვარლესი ადამიანების შესახებ, ვინც მთელი ამ დიზაინის უკან იდგა.

2016 წელს მან გამოაქვეყნა ინტერვიუებისა და ქალთა პორტრეტების კრებული სახელწოდებით In the Company of Women (ქალთა გარემოცვაში), რომელიც New York Times- ის ბესტსელერად იქცა. კრებულში შესულია ასზე მეტი კრეატიული ქალისგან აღებული ინტერვიუ, რომელთა შორის არიან ანტრეპრენიორები, მცხობელები, კომიკოსები, ტატუს მხატვრები, კერამიკოსები და სხვა პროფესიის წარმატებული ქალები.

ეს გახლდათ მისი მეორე წიგნი, რომელსაც წინ უძღოდა 2011 წელს გამოქვეყნებული და ინტერიერის ბიბლიად წოდებული Design*Spongeat Home–ი.

ბლოგი კვლავაც სრულიად დამოუკიდებელი რჩება. მისი ერთადერთი მესაკუთრე არის ბონი და მას არავითარი გარეშე ინვესტორები არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბონის არანაირი მიზეზი არ გააჩნია იმისათვის, რომ თავი შეიკავოს ისეთ თემებზე საუბრისაგან, რომელთა განხილვას კორპორაციული მედიააუტლეტები თავს არიდებენ.

„მე ყოველდღე ვსაუბრობ ჩემს არხზე პოლიტიკურ და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, – ამბობს იგი. ეს ყველაფერი კი რეზონანს პოულობს მისმკითხველებში: ბონის 2013 წელს გამოქვეყნებული ყველა დროის ყველაზე პოპულარული პოსტი სახელწოდებით „ძალიან პირადი” აღწერდა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის აღიარებასთან დაკავშირებულ გამოცდილებას.

ბონი და მისი გუნდი დიდი სიფრთხილით განასხვავებენ Pinterest-ს, Instagram-ს, Facebook-სა და Twitter-ს როგორც ერთმანეთისაგან განსხვავებული მიმდევრების მქონე პლატფორმებს. „მე არ მსურს, რომ ამ განსხვავებულ პლატფორმებსადა მათ მიმდევრებს ერთი და იგივე პროდუქტი შევთავაზო”, – ამბობს ბონი.

ბონის ზურგს უმაგრებს ორი პოპულარული წიგნი და რეკლამებით მხარდაჭერილი საიტი ყოველთვიურად 1 მილიონზე მეტი მკითხველით, ამიტომ მას ყველანაირი უფლება აქვს, რომ პარტნიორობის შემოთავაზებებს ძალიან შერჩევითად მიუდგეს. „მე არ ვაპირებ მუშაობას იმ ბრენდთან, რომელსაც ვერ გამოვიყენებ და მხარს ვერ დავუჭერ, – ამბობს ბონი. – ჩვენ ძალიან ცოტა პოსტი გვაქვს ინსტაგრამზე, რომელიც სპონსორების მხარდასაჭერად იდება. ჩვენს მკითხველებს გამორჩეული ინტუიცია და ყნოსვა აქვთ იმ პოსტების მიმართ, რომლებიც არ მიესადაგება ჩვენს ფორმატს”.

მისი ბოლოდროინდელი ყველაზე დიდი თანამშრომლობა შედგა ქალის ტანისამოსის ბრენდ Ann Taylor-თან. ფემინისტური სულისკვეთებით გაჯერებული ეს ბრენდი კარგად ერწყმის ბონის ბლოგს.

„ეს კამპანია ემყარება იმ კონცეფციას, რომ ქალები მხარში უდგანან ქალებს, რაც ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ახლა”, – ამბობს იგი.

სხვა წამყვანი ბრენდები, რომელთანაც მას უთანამშრომლია, გახლავთ: საოფისე პროდუქციის გიგანტი 3M-ი, ხელმისაწვდომი ფასების მქონე ავეჯის მაღაზიათა ქსელი West Elm-ი და ეკომეგობრულისაყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი კომპანია Mrs. Meyers-ი.

ბონის საოცნებო პარტნიორი, მისივე აღიარებით, არის American Express-ი, რადგან ორივე მათგანი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას ემსახურება.

გრეის ბონის სამომავლო გეგმებში შედის ჟურნალი, რომელზეც ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს. ჟურნალის შთაგონებად იქცა მისივე კრებული „ქალთა გარემოცვაში”.