როგორ გადავრიცხოთ თანხა საქართველოდან ყაზახეთში?

როგორ გადავრიცხოთ თანხა საქართველოდან ყაზახეთში?

ყაზახეთი და საქართველო მრავალმხრივ დაკავშირებული ქვეყნებია, რაც აისახება როგორც ტრანსნაციონალურ ინფრასტრუქტურაზე, ასევე ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე, ანუ შუა დერეფანზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩინეთში იღებს სათავეს და ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებში სრულდება. ცხადია, რომ საგარეო ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების ამსახველი მყარი ფინანსური მონაცემები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.

საგარეო ვაჭრობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულმა სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 233 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შედეგს თითქმის ორჯერ აღემატება – ამასთანავე, ეს ყველაზე დიდი შედეგია 2009 წლის შემდეგ. თუმცა, პარალელურად ამისა, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი თითქმის 85%-ითაა გადახრილი ექსპორტის მიმართულებით – ამ მხრივ, წამყვან პოზიციებს ავტომობილები, თამბაქოს ნაწარმი და წყალი იკავებს. იმპორტის მიმართულებით კი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს ფოლადის ნაწარმი წარმოადგენს.

ტურიზმი

ისტორიულად ისე მოხდა, რომ ყაზახი ტურისტებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიმართულებად ჩამოყალიბდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში ყაზახეთის დაახლოებით 115 ათასი მოქალაქე შემოვიდა – ამ მაჩვენებლით, ცენტრალურ აზიაში მდებარე ეს სახელმწიფო საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვით წამყვან ათ სახელმწიფოს ჩამონათვალში შევიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მზარდია ინტერესიც – გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოში 20%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე პანდემიამდელ 2019 წელს.

გზავნილები

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მარკერს   გზავნილები წარმოადგენს, რომლებიც მოქალაქეებს შორის არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ ბმებს ასახავს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი და ყაზახეთიდან მიღებული გზავნილების ჯამური მოცულობა 2021 წლის მაისის შემდეგ იზრდება – მეტიც, გასული წელი რეკორდულიც კი იყო, რადგან იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ორ ქვეყანას შორის 148 მილიონი აშშ დოლარის გზავნილები გაიცვალა, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე 2021 წელს.

ყაზახეთსა და საქართველოს შორის გზავნილების ბრუნვის მზარდი სტატისტიკის ახსნა რამდენიმენაირად შეგვიძლია: გასულ წლებში ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები მეტად გაღრმავდა, ხოლო ყაზახურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი ქართული კომპანია, ინდივიდუალური მეწარმე და დასაქმებული გამოჩნდა. თუმცა, ამგვარად, სურათი არასრულყოფილია, რადგან რუსულად მოსაუბრე იმიგრანტებისა და ციფრული ნომადების საქართველოში შემოდინება, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებითაა განპირობებული, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა ნათელია ერთი რამ: ორი ქვეყნის რეზიდენტებს შორის  ფულად გზავნილებზე  მოთხოვნა – აშკარაა.

როგორ გადავრიცხოთ თანხა საქართველოდან ყაზახეთში?

ქვეყნებს შორის თანხების გადარიცხვის ორი ტრადიციული გზა არსებობს: პირველი SWIFT-ის ბანკთაშორისი სისტემის გამოყენებას, ხოლო მეორე – Western Union-ისა და MoneyGram-ის მსგავსი გზავნილების სისტემების გამოყენებას გულისხმობს. მოდი, ორთავე მათგანი დეტალურად მიმოვიხილოთ.

SWIFT-ის ბანკთაშორის სისტემაში ჩართული ქართული კომერციული ბანკებისთვის (ამ შემთხვევაში საუბარია „საქართველოს ბანკზე“ და „თიბისიზე“) საკომისიო გადასახადი ფიქსირებულია და 15 აშშ დოლარს და თანხის 0.2%-ს შეადგენს – ანალოგიური ტარიფია ევროში დენომინირებული გზავნილების შემთხვევაშიც. საქართველოში რეგისტრირებულ ბანკებს შორისაა ყაზახური „ხალიკ ბანკიც“, რომელსაც ევროს გზავნილებზე – 8 ევროს, ხოლო დოლარის გზავნილებზე 0.2%-ის მოცულობის ფიქსირებული საკომისიო აქვს, რომელიც 15-დან 150 აშშ დოლარამდე მერყეობს. ბანკთაშორისი ტრანზაქციების შესასრულებლად, როგორც წესი, სამიდან ხუთ სამუშაო დღემდე არის საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გრაფიკი მომხმარებლისთვის არახელსაყრელია, მას გზავნილის სისტემების გამოყენება შეუძლია. ასეთი კომპანიების უმეტესობისთვის საკომისიო ერთიდან ორ პროცენტამდე შუალედში მერყეობს, მაგრამ, ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც. გზავნილის მიღება, როგორც წესი, იმავე დღეს შეიძლება, რაც მას SWIFT-ზე გაცილებით უფრო სწრაფ მექანიზმად აქცევს.

გადარიცხეთ თანხა საქართველოდან უზბეკეთში კრიპტოვალუტების გამოყენებით

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების განვითარებასთან ერთად, თანხის გადარიცხვა ქვეყნებს შორის უფრო მარტივი და სწრაფი გახდა. კრიპტოვალუტა ციფრული ფულის ნაირსახეობაა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალებად, ასევე ღირებულების შესანახად და ლიკვიდურობის წყაროდ. თუმცა მთავარი თვისება, რომელიც კრიპტოვალუტებს საზოგადოებისთვის მიმზიდველს ხდის – ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების სისტემაა.

კრიპტოვალუტების გადარიცხვა შეიძლება როგორც არალეგალური ბირჟების და პირდაპირი, ე.წ. „P2P-გადარიცხვის“ მეშვეობით, ასევე ლეგალური კრიპტობირჟების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორის შემთხვევაში საკომისიო გადასახადი დაბალი ან, ზოგჯერ, საერთოდ ნულის ტოლია – ამ სერვისების გამოყენებას უარყოფითი მხარეებიც აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ არალეგალური ბირჟებისა და კრიპტოვალუტების გაცვლით დაინტერესებული პირების საქმიანობა არარეგულირებულია, ტრანზაქციები მეტად რისკიანია.

თუმცა არსებობს ალტერნატივაც – ვალუტის გაცვლა ლიცენზირებული კრიპტობირჟების მეშვეობით. აღნიშნული პროცესი, როგორც წესი, საკმაოდ მარტივია – მომხმარებელს სმარტფონის აპლიკაცია და მიმღები პირის კრიპტოსაფულის მისამართი სჭირდება. საქართველოში მცხოვრები ყაზახებისთვის და ყაზახეთში თანხის გაგზავნის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე გამოსადეგ და უსაფრთხო საშუალებად ყაზახეთის ფინტექ-ლაბორატორიის საპილოტე პროექტის ფარგლებში პირველი ლიცენზირებული კრიპტობირჟა, ATAIX Eurasia შეიძლება, ჩაითვალოს. ATAIX Eurasia მომხმარებლებს კრიპტოვალუტების მყისიერ გაცვლას, უსაფრთხო და შეუზღუდავ ტრანზაქციებს, მარტივ და მოსახერხებელ ინტერფეისს და მრავალვალუტიან კრიპტოვალუტას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ATAIX Eurasia მუშაობს როგორც კერძო კლიენტებთან, ასევე ბაზრის სუბიექტებთან, მათ შორის მაინერებთან.

ATAIX Eurasia-ს საკომისიო სტრუქტურის ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ბალანსის შევსება ბანკის გამოყენებით საკომისიოს გარეშე ხორციელდება, მაგრამ Mastercard-ისა და Visa-ს ბარათის გამოყენების შემთხვევაში, კომისია თანხის 3.5%-ს შეადგენს. ცხადია, ამ გზით შესაძლებელია თანხის გატანაც, რის შემთხვევაში საკომისიო 1%-ს შეადგენს.
  2. ATAIX Eurasia-ს გამოყენებით USDT-ში თანხის გადარიცხვის შემთხვევაში საკომისიო ფიქსირებულ 1.5 USDT-ის შეადგენს, თანხის მიუხედავად.

 

ATAIX Eurasia ყაზახეთის პირველი ლიცენზირებული კრიპტობირჟაა, რომელიც ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) ლიცენზიების საფუძველზე ოპერირებს. მისი მფლობელი კომპანია – ATAIX-ი, ევროკავშირის მიერაა ლიცენზირებული და ევროკავშირის კანონების მიხედვით ოპერირებს. აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე, ATAIX Eurasia-ს ყაზახურ ბანკებში ანგარიშების გახსნა შეუძლია, რაც მომხმარებლებს თანხის შეტანას და გატანას უმარტივებს, ხოლო პროცესს აჩქარებს და უფრო იაფს ხდის. მომავალში, ATAIX Eurasia ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს.  S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *