როგორ გახდა Bank of Georgia Wealth საქართველოში საუკეთესო კერძო ფინანსური ინსტიტუტი

როგორ გახდა Bank of Georgia Wealth საქართველოში საუკეთესო კერძო ფინანსური ინსტიტუტი

საქართველოს ბანკი მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან ხშირად იმსახურებს აღიარებას: მაგალითად, გასულ წელს გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით 2023 წლის საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის საქართველოს ბანკი 20 კატეგორიაში დაასახელა გამარჯვებულად.

სულ ცოტა ხნის წინ კი ქართულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა კიდევ ერთი აღიარება Euromoney-ისგან მოიპოვა: ბიზნესზე ორიენტირებულმა ინგლისურენოვანმა გამოცემამ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება – Bank of Georgia Wealth საქართველოში საუკეთესო კერძო ფინანსურ ინსტიტუტად დაასახელა.

„საქართველოს ბანკი პრემიუმ მომხმარებლისთვის ქმნის გამორჩეულ, მრავალფეროვან პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც სრულად ერგება მათ ფინანსურ საჭიროებებს“, – აღნიშნავს Euromoney-ს გამომცემლობა.

საქართველოს ბანკის თანამედროვე, მოსახერხებელი და საჭიროებზე მორგებული საბანკო სერვისები და პროდუქტები არა მხოლოდ მომხმარებლების კმაყოფილებასა და ერთგულებას იწვევს, არამედ საყოველთაო აღიარებასაც იმსახურებს.

ამ გავლენიანი ფინანსური გამოცემის განმარტებით, საქართველოს ბანკის მიერ მომხმარებლისთვის ინვესტირების გამარტივების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები, მომავალი თაობისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტები გახდა ის მთავარი ფაქტორები, რამაც დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების კატეგორიაში Bank of Georgia Wealth-ის გამარჯვება განაპირობა.

„2005 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებელზე. გამუდმებით ვცდილობთ, რომ ჩვენი შეთავაზებები და სიახლეები მნიშვნელოვან წილად დავაფუძნოთ მათგან მიღებულ უკუკავშირსა და კონკრეტულ საჭიროებებზე, რადგან, ჩვენი აზრით, სწორედ ამ დიალოგის არსებობა გამოარჩევს პრემიალურ საბანკო მომსახურებას. ამ მიზნით ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ახალი პროდუქტებისა და შეთავაზებებისა დანერგვას, არამედ გუნდის გაფართოებასა და ახალი გამოწვევების დასახვას. ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული გუნდი ამ წარმატების განუყოფელი ნაწილია. Euromoney-ისგან, როგორც დამოუკიდებელი მხარისგან, მიღებული აღიარება კი ჩვენი გუნდისა და განხორციელებული ინიციატივების დაფასებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მკვლევრებისა და ექსპერტებისგან მიღებული შეფასება, რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და გვაძლევს დამატებით მოტივაციას, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტად თანამედროვე, გამორჩეული საბანკო გამოცდილება“, – აღნიშნავს თეონა ბერია, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.

Euromoney 1969 წლიდან გამოიცემა და უკვე 20 წელზე მეტია, ჟურნალის ეგიდით სპეციალური ჟიური ყოველწლიურად საუკეთესო პრემიუმ საბანკო სერვისებისა და მომსახურების მიმწოდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს მთელი მსოფლიოდან. მკვლევრები და გამომცემლობის რედაქციის წევრები კი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებენ.

თითქმის 20 წელია, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ყოველდღიურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლებისთვის ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებამ Euromoney-სგან მეორე ჯილდოც მიიღო. გამომცემლობამ ფინანსური ინსტიტუტი პრემიუმ მომხმარებლებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. S