როგორ ქმნის პრემიუმ ლიზინგი ავტოლიზინგს ხელმისაწვდომს?

როგორ ქმნის პრემიუმ ლიზინგი ავტოლიზინგს ხელმისაწვდომს?

თანამედროვე ფინანსურ ბაზარზე წარმატების ფორმულა ხშირად არა თეორიულად იდეალურ, არამედ ყველაზე რეალისტურ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებში იმალება. როდესაც საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშე ჩნდება, კითხვები ყოველთვის ბევრია, თუმცა, როდესაც ბრენდის უკან საერთაშორისო გამოცდილების გუნდი დგას სწორი პროდუქტის შექმნა და განვითარებაც მარტივდება. 

პრემიუმ ლიზინგი (Premium Leasing) ქართულ სალიზინგო სივრცეში სწორედ ამ ამბიციით შემოვიდა. მიმდინარე ბიზნესტენდენციებზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ და დაგროვილმა გამოცდილებამ ჯგუფს მისცა მზაობა, შეექმნა პროდუქტი, რომელიც ბაზარზე არსებულ რეალურ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა.

დღეისათვის კომპანია მომხმარებელს ავტოლიზინგისა და უკულიზინგის სერვისს სთავაზობს. მათ ვისაც სურს ავტომობილის შეძენა, ან არსებულის განახლება, პრემიუმ ლიზინგი სთავაზობს 100,000 ლარამდე ავტოლიზინგს. ხოლო უკულიზინგის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია საკუთარი მანქანის უზრუნველყოფით სასურველი თანხის მიღება. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში აუცილებელია მომხმარებელი  კომპანიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. 

კომპანიის დირექტორი, ლაშა ერედელი, საუბრობს იმ გამოწვევებზე, სტრატეგიასა და მიზნებზე, რაც პრემიუმ ლიზინგის ფუნდამენტს წარმოადგენს.

ფინანსური ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც ხშირ შემთხვევაში ბანკი არ აფინანსებს

ტრადიციული საბანკო სექტორი, ბუნებრივია, მეტწილად მაღალი და სტაბილური შემოსავლის მქონე სეგმენტის დაკმაყოფილებაზეა კონცენტრირებული. სწორედ ამ მოცემულობამ წარმოშვა თავისუფალი ნიშა, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაც პრემიუმ ლიზინგის გუნდისთვის მთავარ მიზნად და ბიზნესშესაძლებლობად იქცა.

ლაშა ერედელი: „ჩვენ მკაფიოდ დავინახეთ, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებელს რეალურად ლიმიტირებული ჰქონდა საიმედო არჩევანი, მიეღო დაფინანსება ავტომობილის შესაძენად. ამავდროულად, არსებობდა სერიოზული მოთხოვნა მომსახურების მაღალ ხარისხსა და გამჭვირვალე პირობებზე – ზუსტად იმ სტანდარტებზე, რასაც მომხმარებელი საბანკო სექტორში აფასებს, ოღონდ მორგებული მათზე, ვისაც ამ ეტაპზე ტრადიციული ბანკიდან ავტოლიზინგის გაკეთება უძნელდება.“

კომპანიის სურვილია, ბაზარზე დაამკვიდროს ტერმინი „პრემიუმ სერვისი“ არა როგორც ფუფუნების საგანი, არამედ როგორც ურთიერთობის სტანდარტი. პრემიუმ ლიზინგისთვის ეს ნიშნავს მაქსიმალურად გამარტივებულ პროცესებს, ინფორმაციულ ღიაობას, ხელმისაწვდომობას და მომხმარებლის სიმშვიდეს, რომ მან სწორი და უსაფრთხო ფინანსური არჩევანი გააკეთა.

პრაგმატული რეალიზმი: რატომ არის ბრენდისთვის გულწრფელობა მთავარი კაპიტალი?

პრემიუმ ლიზინგის სტრატეგიაში ყველაზე მიმზიდველი მისი პრაგმატული რეალიზმია. კომპანიაში არ ერიდებიან იმის თქმას, რომ ბაზრის სრულყოფილ ლიდერობამდე გზა დიდია და ეტაპობისგან შედგება.

ლაშა ერედელი: „ჩვენი ხედვა ყოველთვის იყო და იქნება მომხმარებლის ინტერესი. ეს არის აბსოლუტურად პრაგმატული მიდგომა, რომელიც საბოლოოდ თავად კომპანიის გრძელვადიან ინტერესებსაც ემსახურება. გვესმის, რომ ყველას ვერ მოვემსახურებით. ისიც გვესმის, რომ ჩვენი პროდუქტი ამ ეტაპზე ვერ იქნება ყველაზე იაფი ან ყველაზე დახვეწილი. ბაზარზე მხოლოდ მეორე წელია, რაც შემოვედით და ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა დარჩენილი იმ იდეალურ წერტილამდე მისასვლელად, რომელიც დასახული გვაქვს. თუმცა, მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე კლიენტზე ორიენტირებული სერვისი ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და უცვლელი ხაზია.“

კომპანიის მთავარ რეპუტაციულ კაპიტალს საერთაშორისო გამოცდილება წარმოადგენს. პრემიუმ ლიზინგს ზურგს უმაგრებს გლობალური პრაქტიკა, რაც გუნდს საშუალებას აძლევს საქართველოში დანერგოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე უკვე აპრობირებული და წარმატებული მოდელები. ეს კი მომხმარებელს აძლევს ორმაგ ბენეფიტს: აისრულოს სურვილი, მართოს სასურველი ავტომობილი და ამავდროულად ითანამშრომლოს საერთაშორისო სტანდარტის მქონე პარტნიორთან.

როგორ აპირებს კომპანია ბაზარზე გალიდერებას?

ბაზარზე ოპერირების მეორე წელი – ეს არის ეტაპი, როდესაც კომპანია უკვე მყარად დგას ფეხზე, იცნობს საკუთარ ძლიერ მხარეებს და მკაფიოდ ხედავს განვითარების ვექტორს. ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გუნდმა აქცენტი პროცესების ოპტიმიზაციაზე გააკეთა. პრემიუმ ლიზინგის სამომავლო ხედვა მაქსიმალურად ოპტიმისტურია, თუმცა გათვლილია მკაფიო ციფრებსა და სწორ მენეჯმენტზე.

ლაშა ერედელი: „ჩვენი მიზანია, გავხდეთ ლიდერი კომპანია ავტოლიზინგის მიმართულებით. ზუსტად ვიცით, რა არის ჩვენი განსავითარებელი წერტილები და როგორი უნდა იყოს საბოლოო, იდეალური პროდუქტი. სწორი სტრატეგიით, საერთაშორისო გამოცდილებითა და ჯანსაღი სამოქმედო პრინციპებით, გვჯერა, რომ პრემიუმ ლიზინგი სულ მალე გახდება ბაზრის უდავო ლიდერი და მომხმარებლის რჩეული ნომერ პირველი სალიზინგო კომპანია საქართველოში.“