50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ლაზერული ტექნოლოგიების შესახებ შეიტყო. დროთა განმავლობაში აღნიშნულმა ტექნოლოგიებმა სრულიად მოიცვა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება. დღესდღეობით ლაზერული ტექნოლოგიები გამოიყენება ისეთ სფეროებში როგორიცაა მანქანებისა და თვითმფრინავების მშენებლობის ინდუსტრია, ასევე სატელეფონო ზარისა თუ ი-მეილის მიწოდების სერვისი, აგრეთვე ლაზერი გამოიყენება ციფრული ქსელის არქიტექტურასა თუ აუდიტორიაში “Power Point” პრეზენტაციის ჩასატარებლად.
წარმოგიდგენთ 10 მომავალ ლაზერულ-ტექნოლოგიურ სიახლეს:
კიდევ უფრო დახვეწილი კომპიუტერები
რაც გულისხმობს ლაზერული ტექნოლოგიის კომპიუტერებში გამოყენებას უფრო მეტი მონაცემების შესანახად. ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს თბომაგნიტურ ჩაწერას, ლაზერის მეშვეობით ახდენს მახსოვრობის ბაიტების ისე გახურებას, როცა მათი დამაგნიტება და, შესაბამისად, მონაცემების შენახვა ადვილდება. ახლანდელი შენახვის ტექნოლოგიის ტევადობა შეზღუდულია დუიმზე ერთი ტერებაიტით, როცა ამ ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდება -იმავე მოცულობაზე შენახვის რაოდენობის 20-დან 50ტერაბაიტამდე გაზრდა.
კატარაქტის ოპერაცია: ფემტო-ლაზერი გაგზავნის ლაზერულ სხივის იმპულს, რომელიც სამიზნეს ფემტოწამის( წამის ერთი კვადრილიონი) სიჩქარით მიაღწევს. შედარებისთვის ეს სიჩქარე ნანოწამისსიჩქარზე მილიონჯერ სწრაფია.
ეს ტექნოლოგია, კიდევ ერთ ლაზერულ სიახლესთან ერთად როგორიცაა „თანამიმდევრული ოპტიკური ტომოგრამა„ საშუალებას მისცემს ქირურგებს კატარაქტის ოპერაცია არნახული სიზუსტით განახორციელონ, რაც ბევრად უკეთეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით ჩატარებული ოპერაციები.
კომპიუტერის გაგრილების და სიჩქარის გაუმჯობესება
სულ უფრო იზრდება კომპიუტერებში პროცესორების რაოდენობა, ლაზერული ტექნოლოგია კი პროცესორების ლაზერით დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა, რაც არსებული შიდალოკალური ქსელის ტექნოლოგიისაგან განსხვავებით, ხელს შეუწყობს გადმოტვირთვის სიჩქარის გაზრდას (მაგ. შესაძლებელი გახდება Blu-rey დისკის 30 წამში გადმოწერა), აგრეთვე ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას. ეს ტექნოლოგია უკვე გამოიყენება აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს კუთვნილ კომპიუტერ “იაგუარში„ სადაც 200.000-ზე მეტი კომპიუტერი დაკავშირებულია 45.000 ლაზერით, რომლებიც მოიხმარენ იმდენ ენერგიას, რაც თმის საშრობისთვისაა საჭირო.
ადამიანის გენეტიკური ინფორმაციის ერთ საათში გამოთვლის შესაძლებლობა
ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც წყნარი ოკეანის ბიოლოგებმა გამოიგონეს, გულისხმობს ლაზერის გამოყენებას დნმ-ის დასალაგებლად. ლაზერები ფერადი ნიშნით აღნიშნულ თითოეულ მოლეკულას გაანათებენ, ეს კი დროის მცირე მონაკვეთში ხელმისაწვდომს გახდის პროცესს, რომელიც საჭიროა გენეტიკური ინფორმაციის მისაღებად.
უპილოტო თვითმფრინავები ფრენის გახანგრძლივებული რეჟიმით
ლაზერული ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელი გახდება დიდი ენერგიის კონცენტრირება, ხოლო შემდეგ ამ ენერგიის საჭიროებისამებრ მიმართვა. ამის კარგი მაგალითია სამხედრო უპილოტო თვითმფრინავები. ასევე ლაზერული სხივი შეიძლება მიმართულ იქნას პანელისკენ, რომელიც მზის სხივებით იმუხტება და უზრუნველყოფს ბატარეების შევსებასა და ძრავას ამუშავებას. NASA შორეულ გეგმებში განიხილავს ლაზერული სხივის მეშვეობით კოსმოსში საგნების ამოძრავებას. აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარების მიზნით, NASA-ს ეგიდით ჩატარდა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია Laser Motive-მა სიეტლიდან.
ზემძლავრი ლაზერი: კომპანიები მუშაობენ სპეციალურად ფორმულირებული კერამიკისგან შემდგარი ლაზერის შექმნაზე, რომელიც შედგება მნიშვნელოვნად ზრდის მის სიმძლავრეს. მსგავსი ლაზერი შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედროების მიერ, იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოსაყვანად ან იარაღად. ასევე არაა გამორიცხული ლაზერის მძლავრ საწარმოო იარაღად გამოყენებაც.
სამყაროს შეცნობა
ლაზერის უნიკალური მოკლე პულსაცია ატომის ცვლილების დეტალური სურათის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ლაზერული ტექნოლოგია რეალურს ხდის პულსის ერთ ატოწამის სიჩქარით მიწოდებას, რაც მილიარდჯერ უფრო ჩქარია, ვიდრე ნანოწამი. ეს ის დროა, რომელიც სჭირდება სინათლეს არგონის ატომის გარშემო გასავრცელებლად. მსგავსი სიჩქარე მკვლევარებს აძლევს შესაძლებლობას, დააკვირდნენ ისეთ მოვლენას, როგორიცა გამასხივის ატომთან შეჯახება და შესაძლებელს ხდის ფიზიკის თეორიაში არსებულ ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი.
პროტეინების უკეთ დანახვის შესაძებლობა: მკვლევარები პროტეინების დასანახავად მათ კრისტალიზებას ახდენენ.ეს პროცესი იწვევს პროტეინების ცვლილებას, რის შედეგად ხშირად მათი დანახვა შეუძლებელი ხდება. თუმცა სტენფორდის ამაჩქარებელი ტექნოლოგიების ლაბორატორიულ ცენტრში არსებული წრფივი ამაჩქარებელი ლაზერის მეშევეობით, რენტგენის ხივების გამოყენებით შესაძლებელია პროტეინების სამ განზომილებაში დანახვა, რაც ხელს შეუწყობს ბიოლოგიის განვითარებას.
მსოფლიოს ენერგომოთხოვნის პრობლემის გადაჭრა
მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ლაზერი, რომელსაც აალების ხელსაწყოს უწოდებენ, მდებარეობს ლოურენს ლივერ მორის ლაბორატორიაში. მეცნიერები გეგმავენ მისი 192 ლაზერული სხივის წყალბადის ზედაპირზე დასხივებას. ეს გამოიწვევს ბირთვულ აფეთქებას და შექმნის ენერგიას, რომელიც ამარაგებს მზეს. კერძოდ კი წყალბადი გარდაიქმნება ჰელიუმად, რაც გაათავისუფლებს ენერგიის ნაკადს. ექსპერიმენტის შესაძლო წარმატების მიუხედავად, მსგავსი ენერგოდანადგარის შექმნა ჯერ კიდევ შორეული მომავლის პერსპექტივაა.
ხელოვნური წვიმა
ჟურნალ Nature Photonics-ში გამოქვეყნებულ უკანასკნელ კვლევებზე დაყრდნობით, ლაზერი შეიძლება გამოყენებულიქნას წვიმის გამოსაწვევადაც კი. ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარმა ჟერომ ეკას პარანმა ლაბორატორიული ატმოსფეროს პირობებში ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ლაზერის სხივები მიუშვირეს წყლით გაჟღენთილ ხელოვნურ ღრუბელს, რის შედეგადაც წვიმა მიიღეს.