რომელ ქვეყნებს აქვთ ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი რეზერვები

რომელ ქვეყნებს აქვთ ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი რეზერვები

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაფართოებას და რუსეთის ენერგეტიკული სექტორის შეზღუდვას გეგმავს.

აშშ-მა რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტი აკრძალა, ევროკომისიამ კი ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთზე ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.

გეგმა სახელწოდებით REPowerEU ევროკავშირის მომარაგების წყაროების დივერსიფიცირებას და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას მოიცავს. ევროკომისიის ვარაუდით, აღნიშნული გეგმის საშუალებით 2022 წლის ბოლომდე რუსულ გაზზე მოთხოვნა 66%-ით შემცირდა, 2030 წლამდე კი ევროკავშირი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.

ევროკავშირში იმპორტირებული გაზის საერთო მოცულობის დაახლოებით 40-45% რუსეთის ფედერაციიდან შედის, უმსხვილესი მიმწოდებელი კომპანია Gazprom-ია, რომელიც, გაზის მიწოდების გარდა, ევროპის მასშტაბით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და ფიზიკურ აქტივებსაც ფლობს.

ევროკავშირის მოთხოვნის თითქმის 22% ადგილობრივი წარმოების საშუალებით კმაყოფილდება, ბუნებრივი აირის იმპორტის საერთო მოცულობის 23% ნორვეგიაზე მოდის, 12% – ალჟირზე, 6% – აშშ-ზე, გაზის იმპორტის 5% კი კატარიდან ხორციელდება. 5%-ზე ნაკლები წილი აქვს გაერთიანებულ სამეფოს.

EU-ს სამოქმედო გეგმის ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ გაერთიანებამ ენერგოპროდუქტების იმპორტი სხვა მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან გაზარდოს.

ბუნებრივი აირის გლობალური რეზერვები ქვეყნების მიხედვით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *