საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ იმ სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ. სიაში სულ ათი ძიუდოისტია, რომელთაგან შვიდი ვაჟთა შორის, სამი კი ქალთა შორის გამოვა:
ვაჟები:
-60 კგ გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლაშა ბექაური
-100 კგ ილია სულამანიძე
+100 კგ გურამ თუშიშვილი
გოგონები:
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი
-63 კგ ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
სპორტულ ღონისძიებაზე ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობა 27 ივლისს დაიწყება და 3 ივლისს, გუნდური ორთაბრძოლით დასრულდება. რაც შეეხება თავად ოლიმპიადა, ის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.