რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ბოლო ერთ წელიწადში

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე  მეტად ბოლო ერთ წელიწადში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 4.1% შეადგინა. თუმცა, გარკვეული პროდუქტები გაცილებით მეტად გაძვირდა, ვიდრე წლიური საშუალო მაჩვენებელია. ბოლო ერთ წელიწადში, ყველაზე მეტად, 67%-ით ალუბალი გაძვირდა, მეორე ადგილზეა ვაშლი 47%-იანი გაძვირებით. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა მედიკამენტებიც. 28%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის გადასახდელი.

ყველაზე მეტად (57%-ით) კი კომბოსტო გაიაფდა, შემდეგ მოდის ბადრიჯანი 35%-ით. ასევე, მნიშვნელოვნად გაიაფდა საწვავი და  მეორადი მოხმარების ავტომობილები.

ცხრილი – ინფლაციის დონე 2015 წლის მარტთან შედარებით:

პროდუქცია

წლიური ინფლაცია

ალუბალი

67%

ვაშლი

47%

ნიორი

31%

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები

31%

ელექტროენერგიის გადასახდელი

28%

სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები

27%

ადგილობრივი წარმოების სიგარეტი

26%

სიმინდის ფქვილი

24%

არაყი

22%

ანტიბიოტიკები

17%

ჯანმრთელობის დაზღვევა

17%

იმპორტული სიგარეტი

16%

თერაპევტის კონსულტაცია

14%

შამპუნი

12%

ლუდი

12%

ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

11%

მზესუმზირის ზეთი

11%

კარაქი

11%

ბავშვის საკვები

10%

ბენზინი

-10%

რძე

-11%

კიტრი

-13%

მეორადი მოხმარების ავტომობილი

-14%

დიზელის საწვავი

-15%

პომიდორი

-23%

ბანანი

-25%

ბადრიჯანი

-35%

კომბოსტო

-57%