რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე დიდი რაოდენობის ყავას?

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ყველაზე დიდი რაოდენობის ყავას?

ყავა მსოფლიოში მესამე ყველაზე პოპულარულ სასმელს წარმოადგენს წყლისა და ჩაის შემდეგ. სწორედ ამიტომ ყავის მარცვლები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კულტურაა. ყავის მარცვლების ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყნები ყოველწლიურად მილიარდობით კილოგრამ მოსავალს იღებენ. ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს 169.9 მილიონი 60-კილოგრამიანი ყავის ტომარა იწარმოა.

2020 წლისათვის ყავის წარმოებით ტოპ-10 ქვეყანა საერთო მოსავლის 87%-ს ქმნიდა, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ყველაზე დიდი ყავის მწარმოებელი ქვეყანა ბრაზილიაა, ის ყოველწლიურად საშუალოდ 60 მილიონ 60-კილოგრამიან ყავის ტომარას აწარმოებს და ბაზრის დაახლოებით 38%-იანი წილიც უკავია.

მეორე ადგილზე, ალბათ ყველასათვის მოულოდნელად, არა სამხრეთამერიკული  ან აფრიკული სახელმწიფო, არამედ ვიეტნამი აღმოჩნდა. 2020 წელს ვიეტნამმა 29 მილიონი 60-კილოგრამიანი ყავის ტომარა აწარმოა და ბაზრის 17% აითვისა. ვიეტნამის მთავარი ნიში ბაზარზე შედარებით დაბალღირებულებიანი ყავის ჯიშის წარმოებაა. აღნიშნული სექტორის განვითარება ვიეტნამში 90-იანი წლების შემდეგ დაიწყო, როდესაც კომუნისტურმა მთავრობამ ეკონომიკური რეფორმები წარადგინა.

მთლიანობაში ყავას 70-ზე მეტი სახელმწიფო აწარმოებს, თუმცა უდიდესი წილი ბრაზილიაზე, ვიეტნამზე, კოლუმბიაზე, ინდონეზიასა და ეთიოპიაზე მოდის.

ეთიოპიას, რომელიც ყავის სამშობლოდ არის მიჩნეული, ბაზრის 4.3%-იანი წილი უკავია. 2020 წელს ქვეყანამ ჯამში 420 მილიონი ყავის მარცვალი აწარმოა.

Visual Capitalist