რომელი ქვეყნების მეთაურები დაესწრნენ ჩინეთის სამხედრო აღლუმს?

რომელი ქვეყნების მეთაურები დაესწრნენ ჩინეთის სამხედრო აღლუმს?

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გამართულ მასშტაბურ სამხედრო აღლუმს 25-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო მეთაური დაესწრო. აღლუმი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ორდღიანი სამიტის ბოლოს გაიმართა და მისი მიზანი ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირება იყო.

სამხედრო აღლუმზე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გვერდს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უმაგრებდნენ. სხვა სტუმრების სიას ქვემოთ გაეცნობით:

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
  • ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო
  • კამბოჯის მეფე ნოროდომ სიჰამონი
  • კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი
  • ვიეტნამის პრეზიდენტი ლიონგ კიონგი
  • ინდონეზიის პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო
  • ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი
  • ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარ ტოკაევი
  • ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი
  • ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი
  • თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი
  • უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოიევი
  • ლაოსის პრეზიდენტი ტჰონგლუნ სისულითი
  • მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმი
  • მალდივების პრეზიდენტი მუჰამედ მუიზუ
  • მონღოლეთის პრეზიდენტი უხნააგინ ხურელსუხი
  • მიანმარის სამხედრო ლიდერი მინ აუნგ ჰლაინგი
  • ნეპალის პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი
  • პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი
  • კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დენის სასუ ნგესო
  • სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი
  • სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო
  • ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სამხედრო აღლუმზე არ იმყოფებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.