რომელმა სადაზღვევო კომპანიებმა მოიზიდეს ყველაზე მეტი პრემია - რეიტინგი

რომელმა სადაზღვევო კომპანიებმა მოიზიდეს ყველაზე მეტი პრემია - რეიტინგი

2020 წლის განმავლობაში ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა სულ 667 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს – ამის შესახებ კომპანიების მიერ მარეგულირებლისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა. ანგარიშგებების თანახმად, ქართული სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები 2020 წელს 42.3 მილიონი ლარით გაიზარდა. გასულ წელს სექტორის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის წმინდა მოგებასთან შედარებით 89%-ით მეტია.

მოზიდული პრემიების მოცულობით ბაზრის N1 მოთამაშე კვლავ „ჯიპიაი ჰოლდინგია“, რომელმაც 2020 წელს 128.9 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა. „ჯიპიაი“ დაზღვევის უმსხვილეს სეგმენტში – ჯანმრთელობის დაზღვევაში ყველაზე მაღალ – 28%-იან საბაზრო წილს ფლობს.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიები 2020 წელს – რეიტინგი:

  1. ჯიპიაი – 128.9 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 20%
  2. ალდაგი – 106.9 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 7%
  3. თიბისი დაზღვევა – 89.3 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 10%
  4. იმედი L – 71.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -15%
  5. არდი – 59.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 10%
  6. უნისონი – 42.1 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 17%
  7. ირაო – 38.5 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 8%
  8. პსპ დაზღვევა – 24.4 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 13%
  9. ევროინსი – 23.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 46%
  10. ბენეფიტი – 17 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -14%
  11. ალფა – 16.9 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -20%
  12. სადაზღვევო ჯგუფი – 11.6 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან 32%
  13. პრაიმი – 8.4 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან -8%
  14. ქართუ დაზღვევა – 8.3 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -22%
  15. ჰუალინგ დაზღვევა – 7.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -23%
  16. ტაო – 5 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -27%
  17. ნიუ ვიჟენ – 4.85 მლნ ლარი
  18. გრინ დაზღვევა – 2.7 მლნ ლარი, კლება წინა წელთან -16%

ცალკეული სეგმენტების მიხედვით, სადაზღვევო სექტორის ყველაზე დიდი მიმართულება კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისია. ამ მიმართულებით კომპანიებმა ჯამში 267.6 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგს 33.6 მილიონი ლარით აღემატება. მეორე ადგილზეა ავტოდაზღვევა, სადაც მოზიდული პრემიების მოცულობა 116.7 მილიონი ლარია. დაზღვევის ეს მიმართულება წლიურად მხოლოდ 4.6 მილიონი ლარით გაიზარდა. მესამე ადგილზეა ქონების დაზღვევა, საიდანაც სადაზღვევო კომპანიებმა 108 მილიონის პრემია მიიღეს. ქონების დაზღვევის სეგმენტი 2020 წელს 19.8 მილიონი ლარით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.