რუსეთიდან ფულადი გზავნილები 74.7%-ით შემცირდა - საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი იანვარში?

რუსეთიდან ფულადი გზავნილები 74.7%-ით შემცირდა - საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი იანვარში?

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 263.4 მლნ აშშ დოლარი (704.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 40.8%-ით (181.6 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია გასული წლის იანვრის მაჩვენებელზე.

გადმორიცხვების მიხედვით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა 67.6 მლნ აშშ დოლარით – მისი წილი მთლიან მოცულობაში 25.7%-ს შეადგენს, თუმცა ფულადი გზავნილები წლიურად 74.7%-ითაა შემცირებული.

ფულადი გზავნილების მიხედვით უმსხვილესი ქვეყნების ათეული და გადმორიცხული მოცულობის წლიური ზრდა/კლების ტემპი ამგვარია:

  • რუსეთი – 67.6 მლნ აშშ დოლარი (-74.7%);
  • იტალია – 44.2 მლნ აშშ დოლარი (11.4%);
  • აშშ – 38 მლნ აშშ დოლარი (32.9%);
  • საბერძნეთი – 18.5 მლნ აშშ დოლარი (2.2%);
  • ისრაელი – 17.9 მლნ აშშ დოლარი (4.7%);
  • გერმანია – 16.2 მლნ აშშ დოლარი (13.5%);
  • ყაზახეთი – 9.38 მლნ აშშ დოლარი (7.4%);
  • თურქეთი – 6.8 მლნ აშშ დოლარი (-14.9%);
  • ესპანეთი – 4.3 მლნ აშშ დოლარი (1.3%);
  • საფრანგეთი – 4.2 მლნ აშშ დოლარი (11.3%).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 25.9 მლნ აშშ დოლარი (69.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2023 წლის იანვრის (26.3 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.