თბილისის რომელ უბნებში გაიყიდა 2023 წელს ყველაზე მეტი ბინა?

თბილისის რომელ უბნებში გაიყიდა 2023 წელს ყველაზე მეტი ბინა?

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს თბილისში წინა წელთან შედარებით საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა და 14,061 შეადგინა.

რაც შეეხება ბინების ფასს, ის წლიურ ჭრილში 15%-ით გაიზარდა, თუმცა, როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, გასული წლის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი მცირდებოდა.

მომატებული ფასების შედეგად, 2023 წელს თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 2022 წლისგან განსხვავებით კი, გასულ წელს მოთხოვნა პირველადი ბაზრის სასარგებლოდ შეიცვალა.

Colliers Georgia-ს ანგარიშის მიხედვით, თბილისის ტოპ-5 უბანი, სადაც 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა:

  1. სამგორი – 8,643 ტრანზაქცია
  2. საბურთალო – 8,238 ტრანზაქცია
  3. დიდი დიღომი/დიღომი – 6.712 ტრანზაქცია
  4. გლდანი – 4,729 ტრანზაქცია
  5. ნაძალადევი – 3,914 ტრანზაქცია

ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დიდგორსა და წყნეთში დაფიქსირდა, შესაბამისად, 81 და 88.