რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა

რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება დღეს, 10 მაისს გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავიზო რეჟიმი ოფიციალურად 15 მაისიდან გაუქმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული თარიღიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის საზღვრის კვეთას ვიზის გარეშე, პასპორტით შეძლებენ.

რუსეთში შესასვლელად ვიზა მხოლოდ იმ მოქალაქეებს დასჭირდებათ, რომლებიც ქვეყანაში 90 დღეზე მეტ ხანს დარჩენას, მუშაობას ან განათლების მიღებას აპირებენ.

გარდა სავიზო რეჟიმის მოხსნისა, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის დაწესებულ ავიაემბარგოსაც აუქმებს, შესაბამისად, ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისების აკრძალვა იხსნება.