Forbes Georgia | 2023 წლის მაისის ნომერი

Forbes Georgia | 2023 წლის მაისის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2023 წლის მაისის ნომერი.

ყდაზე: ექსპედიცია კრიპტოოკეანეში — CRYPTAL

Cryptal-ის დამფუძნებელი იოსებ ბოლქვაძე და CEO ხვიჩა კოპინაძე 70 თანამშრომლისგან შემდგარი ეკიპაჟის დახმარებით 70 ათას ადამიანს კრიპტოს ლურ ოკეანეში გზას უკვალავს.

მოსაზრება და ფაქტები

➙ ოქრო: აკრძალული წამალი | ავტორი: სტივ ფორბსი

„ოქროს სტანდარტის თემის წამოწევა ეკონომიკის პროფესიისა და ფინანსური პოლიტიკის შემქმნელებს შორის სასტიკად აკრძალულია. კარგა ხანია, ამ ტაბუს დარღვევის დრო დადგა. ოქროზე დაფუძნებული მონეტარული სისტემა თავიდან აგვაცილებდა ჩვენს დღევანდელ პრობლემებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საუკუნის წინა ეკონომიკურ და საბანკო კატასტროფებზე.“

➙ რომელ დარგებში დებენ ინვესტიციებს საქართველოში? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„საინტერესოა, საქართველოში ძირითადად რომელი ქვეყნებიდან შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და რომელ დარგებში მიემართება ეს თანხები. 2022 წელს შემოსული ინვესტიციების 83% ათ ქვეყანაზე მოდის. აქედან გამომდინარე, სტატიაში განვიხილავთ საქართველოს ეკონომიკის რომელ დარგებში აბანდებს ფულს ტოპ-10 ინვესტორი ქვეყანა.“

➙ ბრძოლა ეროვნული ბანკისთვის | ავტორი: რომან გოცირიძე

„ეროვნული ბანკი მუდამ იყო საქართველოში მმართველი პარტიების განსაკუთრებუ­ლი ინტერესის საგანი. ერთ-ერთი მოტივი ქვეყნის საფინანსო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების სურვილი გახლდათ. „ქართული ოცნების“ არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, ეროვნული ბანკის დამორჩილების ინ­­ტერესი ერთიორად გაიზარდა.“

➙ რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს აშშ-ის სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ? | ავტორი: გიორგი ცხადაია

„საქართველოში როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია ალბათ ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სანქციები „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის; ასევე საინტერესოა ისიც, თუ მომავალში როგორ შეიძლება გაგრძელდეს აშშ-ის გამკაცრებული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით.“

➙ რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს?| ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-11 იყო, ანუ 10.1%-ზე მაღალი ზრდა მხოლოდ 10 ქვეყანაში დაფიქსირდა. მაღალი ეკონომიკური ზრდა ძირითადად პატარა, ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყნებს ჰქონდათ, მათ შორის არის საქართველოც.“

➙ მსოფლიოს მილიარდერები | რედაქტორები: რობ ლაფრანკო და ჩეიზ პეტერსონ-უიტორნი

აქციების ვარდნამ, დაზარალებულმა უნიკორნებმა და მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს რთული წელი მოუტანა. გლობალურად, შარშანდელ 2668-სთან შედარებით, ჩვენ 2640 ათნიშნა ქონება დავთვალეთ. მთლიანობაში, პლანეტის მილიარდერები 2022 წლის მარტის $12.7 ტრილიონთან შედარებით დღეს $12.2 ტრილიონს ფლობენ.

➙ გამოძიება: ადანის საქმე | ავტორები: ჯონ ჰაიატი და ჯაკომო ტონინი

ძმებმა გაუტამ და ვინოდ ადანებმა თავიანთი ოჯახური კონგლომერატი ინდური კაპიტალიზმის მწვერვალზე აიყვანეს. შემდეგ მათმა კომპანიებმა $100 მილიარდი 14 დღეში დაკარგეს, რადგან მათი იმპერია მასიური თაღლითობის სარჩელებმა შეაზანზარა. შინაური ისტორია ორი ამბიციური ძმისა, რომლებმაც თავიანთი ქონება ჩრდილოვანი გარიგებების, ფარული ოფშორული სუბიექტებისა და სავარაუდო საფონდო მანიპულაციის გამოყენებით შექმნეს – და თუ რატომ შეიძლება იყვნენ ისინი ზედმეტად დიდები (და პოლიტიკურად ზედმეტად გადაჯაჭვულები) მარცხისთვის.

ინტერვიუ და პროფილი

➙ ექსპედიცია კრიპტოოკეანეში — CRYPTAL | ავტორი: თამთა ნაჭყებია

სიმდიდრე ოდითგანვე კაცობრიობის მცირე ნაწილის ხელში ექცეოდა – ფეოდალების, მეფეების, მმართველების და მათი ამალის. ფინანსური ინსტიტუტების გაჩენამ ვითარება გააუმჯობესა, თუმცა გადანაწილების პრინციპი იგივე დარჩა – სიმდიდრის კვალს ძალაუფლების ცენტრებთან მივყავართ. რევოლუცია 2008 წელს დაიწყო, როცა კრიპტოვალუტა, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ციფრული ფული, თანაბრად ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, ვინც მისი იწამა. ერთ-ერთი მათგანი იოსებ ბოლქვაძე იყო, რომელმაც გადაწყვიტა, ციფრული განძის ძიებაში სხვებსაც დახმარებოდა. 2018 წელს მეგობართან ერთად დაფუძნებულ CRYPTAL-ს მალევე CEO ხვიჩა კოპინაძე შეუერთდა. კომპანიის ეკიპაჟი დღეს 70 თანამშრომელს ითვლის და ახალი სამყაროსა და შესაძლებლობებისკენ გზის გასაკვლევად ისწრაფვის.

➙ მეტი, ვიდრე სწავლა და სწავლება — ინტერვიუ გიორგი თავხელიძესთან | ავტორი: ნინო ნინუა

SCIENTIEA ET VERITAS-ი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის MOTTO-ა. უნივერსიტეტი, რომელიც 1992 წელს მამუკა თავხელიძემ დააფუძნა, დღეს 3500-ზე მეტ სტუდენტს სამედიცინო სფეროს, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების დაუფლებაში ეხმარება. იმ უნივერსიტეტის საქმეებს, რომელიც სასწავლო სტომატოლოგიურ კლინიკასაც ფლობს და კამპუსის ჩამოყალიბებასაც იწყებს, მამუკა თავხელიძის შვილი, კანცლერი გიორგი თავხელიძე უძღვება.

➙ მედიცინიდან – განათლებაში — ინტერვიუ კახაბერ ლაზარაშვილთან | ავტორი: თამთა ჯიჯავაძე

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) მალე 10 წლის გახდება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2000-მდე სტუდენტს აერთიანებს, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხარისხით და სწავლების ევროპული სტანდარტებით გამოირჩევა. უნივერსიტეტს მეორე წელია, პროფესიით ექიმი, განათლების მეცნიერებების დოქტორი, პროფესორი ᲙᲐᲮᲐᲑᲔᲠ ᲚᲐᲖᲐᲠᲐᲨᲕᲘᲚᲘ ხელმძღვანელობს, რომელმაც ბრიტანული გამოცდილების საქართველოში დანერგვა გადაწყვიტა. იგი EEU-სთან დაკავშირებულ ამბიციურ მიზნებსა და შედეგებზე გვესაუბრა.

➙ ბიზნესი ნულიდან – პლუს უსასრულობამდე — ინტერვიუ რამაზ ხარებავასთან | ავტორი: ელენე ჩომახიძე

„მაკშაურმის“ დამფუძნებელი რამაზ ხარებავა ისეთი სიმძაფრით იხსენებს განვლილ 14-წლიან საქმიანობას, რომ რთულია, არ ირწმუნო ადამიანის შრომისმოყვარეობის ძალის. თემქაზე, ნაქირავებ 14 კვ/მ ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესის მონაგარი დღეს საქართველოს მასშტაბით 7 კვების ობიექტი და წლიური 60-მილიონიანი ბრუნვაა.

➙ ადვოკატი, რომელიც იდეას ემსახურება —  ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან| ავტორი: თამთა ნაჭყებია

გოჩა სვანიძე როგორც წოდებით, ისე მოწოდებით ადვოკატია. წოდებით იმიტომ, რომ 30 წლის განმავლობაში ბიზნესისა და კორპორაციული სამართლით დაწყებული, სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოებით დასრულებული, მრავალი პროფილის საქმეში წარმოადგინა კლიენტთა ინტერესი. ხოლო მოწოდებით იმიტომ, რომ პრინციპულად არ უწოდებს თავს იურისტს, რადგან, მისი რწმენით, ადვოკატობისთვის სამართლის ცოდნა მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.

➙ ქართული სატვირთო ავიაციის პერსპექტივა — Gryphon AIR CARGO 

გაიცანით ჩვენი ავიაბაზრის ახალი მოთამაშე, $10 მილიონის ინვესტიციით ფრთაშესხმული Gryphon AIR CARGO, რომელიც ქართულ ექსპორტს მსოფლიოს აათვისებინებს.

➙ ენერგიის ბროკერი — დომინიკა კულჩიკი | ავტორი: ჯემიმა მაკევოი

პოლონეთის უმდიდრესი ქალი თავის დროს მსოფლიო მოგზაურობებისას დოკუმენტური ფილმების წარმოებაში ატარებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მამა გარდაიცვალა, დომინიკა კულჩიკი საქმეს შეუდგა. მან აიღო კონტროლი განახლებადი ენერგიის თითქმის გაკოტრებულ კომპანიაზე და გააცოცხლა ის იდეალურ დროს, რათა გავლენა მოეხდინა ევროპის ენერგეტიკულ კრიზისზე.

ისტორია და პორტრეტები

➙ კაცი დრაჰკანებიანი ტომრით | ავტორი: ლევან ბერძენიშვილი

ვისაც გასული საუკუნის 70-იანი წლების ახსოვს – შევახსენებ, ახალგაზრდა მკითხველს კი ვეტყვი, რომ საბჭოთა საქართველოს ისტორიაში 1970-იანი წლები იყო პერიოდი, როდესაც კორუფცია ყოველგვარ ზღვარს გასცდა და ამ მანკიერ მოვლენასთან დაუძინებელი ბრძოლა დაანონსდა.

➙ „ცხენის რკინიგზა“ – „კონკა“ | ავტორი: გიორგი ჭეიშვილი

1883 წელს ძველი თბილისის ცხოვრებაში დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – „ცხენის რკინის გზა“, ანუ ე.წ. „კონკა“ ამოქმედდა და თუკი მანამდე მთელი ქალაქი თავზეხელაღებულ თფილისელ მეფაიტონეებზე, მათ სწრაფ ჭენებასა და თავნებობაზე ლაპარაკობდა – „არსად არ მოიპოებიან ისეთი გაფუჭებული და გაამაყებული მეფაიტონეები, როგორიც ჩვენს ქალაქში“­-ო, ახლა უკვე „კონკა“ იქცა მთელი თბილისის სალაპარაკო თემად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *