რუსთავში რიკის მარტინის კონცერტი გაუქმდა

რუსთავში რიკის მარტინის კონცერტი გაუქმდა

ფოტო: Getty Images

 

რუსთავში პუერტორიკოელი მომღერლის, რიკი მარტინის კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა. შეგახსენებთ, რიკი მარტინის კონცერტი 16 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე უნდა გამართულიყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტის გაუქმების გადაწყვტილება თავად პოპმომღერალმა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კი ბილეთების მფლობელებმა Biletebi.ge-სგან შეტყობინების სახით მიიღეს.

რიკი მარტინმა სადებიუტო სოლო ალბომი 1991 წელს გამოუშვა. ამის შემდეგ, მან მსოფლიო მასშტაბით 95 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. ის ორი „გრემისა“ და ხუთი „ლათინური გრემის“ მფლობელია. რიკი მარტინი ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორიცაა “Livin’ la Vida Loca” “Maria” “She Bangs” და “Nobody Wants to Be Lonely.”

ბოლო პერიოდში რიკი მარტინი Super Bowl-ის შოუზე Bad Bunny-სა და Lady Gaga-სთან ერთად გამოვიდა. ამჟამად კი 54 წლის მომღერალი მსოფლიო ტურნეს მართავს. სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში იყო დაგეგმილი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე კონცერტი.