S&P 500 სიაში შემავალი კომპანიების ყველაზე გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორები

S&P 500 სიაში შემავალი კომპანიების ყველაზე გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორები

საინტერესოა, თუ ვინ არიან ის აღმასრულებელი დირექტორები, რომლებიც საკუთარ კომპანიას ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებიან. მეტიც, ეს თემა მხოლოდ ცნობისმოყვარეობას სცდება და ინვესტორებისათვის გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვან დასაყრდენს წარმოადგენს. კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიის აქციათა ფასებზე აღნიშნული ცვლადი გარკვეულ გავლენას ახდენს.

ალბათ განსაკუთრებულ ინტერესს იმ კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები იწვევენ, რომლებიც S&P 500-ის ინდექსში შედიან. სხვაგვარად რომ ავხსნათ, ეს გახლავთ ინდექსი, რომელშიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული 500 უმსხვილესი კომპანია ერთიანდება.

როგორც ჩანს, ამ კატეგორიაში ყველაზე ღვაწლმოსილი უორენ ბაფეტი გამოდგა. ის საკუთარ კომპანიას, Berkshire Hathaway-ს 1970 წლიდან, ანუ უკვე 51 წელია ხელმძღვანელობს. შესაბამისად, შედარებით კონსერვატორი ინვესტორებისათვის, უორენ ბაფეტის კომპანია ალბათ ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია. მათ, როგორც წესი, მენეჯმენტის ხშირი ცვლილება ნაკლებად მოსწონთ.

მეორე ადგილზე Universal Health Services-ის აღმასრულებელი დირექტორი ალან მილერი იმყოფება, რომელიც კომპანიას უკვე 42 წელია სათავეში უდგას. ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კადრი ამ მხრივ ტექნოლოგიური კომპანიის, ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი გახლავთ. 28 წლის ხელმძღვანელობის საბოლოო მიზნად ეს უკანასკნელი კომპანიის 1-ტრილიონიან საბაზრო ღირებულებაში შეყვანას ისახავს.

სიაში მოწინავე პოზიცია ცნობილი ამერიკული ბანკის, JP Morgan-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯეიმი დაიმონსაც უკავია. ის კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე უკვე 16 წელია ემსახურება და ყველაზე გავლენიან აღმასრულებელ დირექტორებს შორის მეექვსე პოზიციაზეც იმყოფება CEO World Magazine-ის მიხედვით.

Visual Capitalist