საქართველოში, 2021 წლის აპრილის მონაცემებით, კომერციულ ბანკებს 40.1 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი აქვთ გაცემული. სესხის თანხის 98% საქართველოს რეზიდენტ პირებზე მოდის, დარჩენილი 0.8 მილიარდი ლარი კი არარეზიდენტებზე. ამასთან, თანხის დიდი ნაწილი, 61.3% ბიზნესსესხის სახით გაიცა.
გაცემული სესხი მიზნობრიობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- ბიზნესსესხი: ₾16.31 მილიარდი
- იპოთეკა: ₾8.95 მილიარდი
- მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი: ₾8.35 მილიარდი
- სამომხმარებლო სესხი: ₾4.95 მილიარდი
- სალომბარდე სესხი: ₾416.65 მილიონი
- ავტოსესხი: ₾178.69 მილიონი
- სხვა სესხი: ₾995.41 მილიონი
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით სესხის თანხის განაწილებას, აქ, როგორც მოსალოდნელი იყო, დედაქალაქი ლიდერობს 29.5 მილიარდი ლარის მოცულობის სესხით. მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, გაცემული სესხები რეგიონებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი: ₾29.52 მილიარდი
- აჭარა: ₾3.51 მილიარდი
- იმერეთი: ₾1.97 მილიარდი
- კახეთი: ₾1.29 მილიარდი
- სამეგრელო-ზემო სვანეთი: ₾1.150 მილიარდი
- ქვემო ქართლი: ₾1,147 მილიარდი
- შიდა ქართლი: ₾0.8 მილიარდი
- სამცხე-ჯავახეთი: ₾0.5 მილიარდი
- გურია: ₾0.14 მილიარდი
- მცხეთა-მთიანეთი: ₾0.077 მილიარდი
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ₾0.023 მილიარდი
ცნობისთვის, ამ წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში გაფორმებულია 2.9 მილიონი სასესხო ხელშეკრულება – მათი უმრავლესობა, 1.2 მილიონი ხელშეკრულება, სამომხმარებლო სესხზე დაიდო.
გაცემული სესხების საშუალო მოცულობა სესხის მიზნობრიობის მიხედვით:
- ბიზნესსესხი: ₾776.67 ათასი
- იპოთეკა: ₾73.97 ათასი
- მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხი: ₾31.51 ათასი
- ავტოსესხი: ₾25.53 ათასი
- სამომხმარებლო სესხი: ₾4.16 ათასი
- სალომბარდე სესხი: ₾2.02 ათასი
- სხვა სესხი: ₾0.92 ათასი
შენიშვნა: ინფორმაცია აღებულია სებსტატის ბაზიდან. მონაცემთა წყარო კომერციული ბანკების ყოველთვიური ანგარიშგებაა.