რუსეთში 500 სუპერმდიდარი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე ღარიბი მოსახლეობის 99.8% - BCG

რუსეთში 500 სუპერმდიდარი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე ღარიბი მოსახლეობის 99.8%  - BCG

რუსეთში დაახლოებით 500 სუპერმდიდარი ადამიანი უფრო მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე ღარიბი მოსახლეობის 99.8%. ამის შესახებ Boston Consulting Group-ის (BCG) ანგარიშშია აღნიშნული.  როგორც აღმოჩნდა, რუსეთის „ფინანსური ელიტა“ – დაახლოებით 500 ადამიანი, რომელთაგანაც თითოეული $100 მილიონზე მეტს ფლობს, ქვეყნის სრული სიმდიდრის 40%-ს აკონტროლებს. კერძოდ, ქონება იმ უმდიდრესი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის 0.001%-ს შეადგენენ, ჯამში $640 მილიარდია.

ეს გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ მეტია, ვინაიდან მსოფლიოში მდიდრების ქონება საერთო ქონების მხოლოდ 13%-ს შეადგენს.

Boston Consulting Group-ის ანგარიში რუსეთის ცენტრალური ბანკისა და რუსეთის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემების საფუძველზე მომზადდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბოლო მონაცემები ცხადყოფს, თუ რამდენად გაზარდა პანდემიამ ქონებრივი უთანასწორობა რუსეთში. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის შემოსავალი ბოლო ათი წლის მინიმუმამდე შემცირდა, მაშინ როდესაც გაიზარდა უძრავი ქონების ფასები და ბირჟების ზრდამ ის ადამიანები კიდევ უფრო გაამდიდრა, რომლებიც ფინანსურ აქტივებს ფლობდნენ.

როგორც ამერიკული Forbes-ი ცოტა ხნის წინ წერდა, რუსი მილიარდერების ქონება პანდემიის დროს 45%-ით გაიზარდა, ხოლო Financial Times-ი იტყობინება, რომ რუსეთში მდიდრების ქონების წილი ქვეყნის მშპ-ში ყველაზე მაღალია ნებისმიერ სხვა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან შედარებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.