საჯარო-კერძო დიალოგი დისტანციურად მომუშავე პირების საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის თაობაზე

საჯარო-კერძო დიალოგი დისტანციურად მომუშავე პირების საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის თაობაზე

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა სამუშაოების დისტანციურ რეჟიმში შესრულება, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს მათთვის სასურველი კვალიფიკაციის კადრების მომსახურებით ისარგებლონ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.  მაგალითად IT კომპანიები ინტენსიურად იყენებენ შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში მათი დაქირავებულების მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში. ასევე, აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენებასთან ერთად, არ მომხდარა საგადასახადო კოდექსში რაიმე ცვლილების განხორციელება.  აქედან გამომდინარე, აქტუალური გახდა შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, დისტანციურად მომუშავე პირების საგადასახადო ვალდებულების შესრულების სწორად განსაზღვრის საკითხი, როგორც საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის, ისე საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გრანთ თორნთონ საქართველო ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, საჯარო-კერძო დიალოგს მართავს. ღონისძიება 3 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები შემდეგი უწყებებიდან: ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი, შრომის ინსპექციის სამსახური, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სამსახური.

ღონისძიებას დაესწრებიან ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები და შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან კომპეტენტური სამსახურების წარმომადგენლებს. S