სამმა რუსულმა MIG-31-მა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

სამმა რუსულმა MIG-31-მა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, MIG-31-მა, ბალტიისპირეთის ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც იკრვევა, თვითმფრინავები ესტონეთის საჰაეროში სივრცეში 12 წუთის განმავლობაში მოძრაობდა. დარღვევა ესტონეთის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს.

„რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. თუმცა, დღევანდელი შეჭრა, როდესაც ჩვენს საჰაერო სივრცეში სამი გამანადგურებელი შევიდა, უპრეცედენტოდ თავხედურია“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.

Politico-ს ინფორმაციით, რუსული ავიაგამანადგურებლები, რომლებსაც „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გადატანა შეუძლია, ესტონეთში ფინეთის ყურის გავლით მოხვდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ MiG-31-ები დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში წრეზე დაფრინავდა, ვიდრე მათ მოსაგერიებლად იტალიური F-35-ები არ გამოიყენეს.