სამშენებლო სექტორი და პანდემია

სამშენებლო სექტორი და პანდემია

2020 წელს საქართველოს სამშენებლო სექტორი 4.7%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს სამშენებლო სექტორმა 4.7%-ით ნაკ­­­­­­ლები დამატებული ღირებულება შექმნა, ვიდრე 2019 წელს. 2020 წელს მთლიანად საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ანუ 1.5% პუნქტით მეტად, ვიდრე სამშენებლო სექტორი. ნომინალურ გამოსახულებაში 2020 წელს 3.8 მილიარდი ლარის მშენებლობები შესრულდა და ამ მაჩვენებლით ქვეყნის ეკონომიკაში მშენებლობამ 8.9%-იანი წილი დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მშე­­­ნებლობები შემცირდა, სექტორს ბოლო წლებში უარესი გამოცდილებაც ახსოვს, როცა 2018 წელს კლება 7.2% იყო. 3 წლის წინ კლება სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებამ, განსაკუთრებით სამშენებლო ნებართვების გაცემის გამკაცრე­­­ბამ განაპირობა. 2014-2017 წლებში მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო, წელიწადში საშუალოდ 15.5%-ით იზრდებოდა – ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა.

2020 წელი მშენებლობამ ზრდით დაიწყო და პირველ კვარტალში 7.5%-ით გაიზარდა. თუმცა მარტიდან დაწყებული პანდემიის გამო, რომელსაც მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები მოჰყვა, მეორე კვარტალში მშენებლობა 27%-ით შემცირდა. ივნი­­­სიდან მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდი­­­რების პროგრამა დაიწყო, შემსუბუქდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიც, რასაც შედეგად მესამე კვარტალში მშენებლობის 2%-იანი ზრდა მოჰყვა. წლის ბოლოს ისევ გამკაცრდა შეზღუდვები და, სუბსიდირების მიუხედავად, მეოთხე კვარტალ­­­­­­ში მშენებლობა 1.2%-ით შემცირდა.

2021 წელს სამშენებლო სექტორის ბიუჯეტი­­­დან სუბსიდირება აღარ გაგრძელდა, პანდემიური შეზღუდვები ისევ მკაცრი იყო და, შედე­­­გად, პირველ კვარტალში მშენებლობა 19.4%-ით შემცირდა.

სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვ­­ნად იზიდავდა პირდაპირ უცხოურ ინ­­ვესტიციებს. 2014- 2020 წლებში დარგში მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. სამშენებლო სექტორის წი­ლი მთლიან ინვესტიციებში საშუალოდ 10.2% იყო. რადგან სამშენებლო რეგუ­ლაციები 2018 წლიდან გამკაცრდა, მისი შედეგები ძირითადად 2019 წელზე აისა­ხა, ინვესტიციები 80%-ით შემცირდა და ქვეყანაში სულ 35 მლნ დოლარი შემოვი­და. 2020 წელს 2019 წელთან შედარე­ბით ინვესტიციები 76%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა წლის პირველ ნახევარ­­ზე მოდის. ინვესტიციები 2021 წლის პირველ კვარტალში 81%-ით შემცირდა და სულ 1.7 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, მშენებლობის წილი მთლიან ინვესტიციებში 1.4%-მდე შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის სამსა­ხური (საქსტატი) აქვეყნებს მშენებლო­ბისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსს. ბოლო მონაცემებით, 2021 წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით, სამშენებლო მასალები 19%-ით არის გაძვირებული.

სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თ­ვე­ბი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი

როდესაც სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ეს პირველ რიგში სამშენებლო ნებარ­­თვებზე აისახება. 2019 წელს საქართ­­ველოში 10,749 სამშენებლო ნებართვა გაიცა 7.5 მლნ კვადრატული მეტრის ასაშენებლად. 2020 წელს ნებართვების რაოდენობა 1,185 ერთეულით (11%-ით) შემცირდა, ხოლო ნებართვამინიჭებუ­ლი სამშენებლო ფართობი – 2.3 მლნ კვადრატული მეტრით (31%-ით). 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სამ­­შენებლო ნებართვების რაოდენობა ისევ შემცირდა 18%-ით, თუმცა ფართობის მიხედვით 237 ათასი კვადრატული მეტრით მეტ ფარ­­თობზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, რაც მიანიშნებს, რომ სამშენებლო სექ­­ტორში ზრდა დაიწყება.

საქართველოში შენობები ძირი­თადად თბილისსა და აჭარაში შენდე­ბა. 2019 წელს, ფართობის მიხედვით, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების 77% თბილისსა და აჭარაზე მოდიოდა, 2020 წელს მათი წილი 71%-მდე შემცირ­­და. 2020 წელს ყველაზე დიდი კლება აჭარაში იყო, გაცემული მშენებლობის ნებართვების სამშენებლო ფართობი 54%-ით შემცირდა, რაც 1.7 მლნ კვადრა­ტულ მეტრამდე ფართობის კლებაა.

2020 წელს 1.7 მლნ კვადრატული მეტრის ობიექტები აშენდა, რაც 34%- ით (854 ათასი კვადრატული მეტრით) ნაკლებია 2019 წელს დასრულებულ მშენებლობების ფართობზე. ყველაზე დიდი კლება თბილისში იყო, დასრულებული მშენებლობების ფართობი 49%-ით შემცირდა. თბილისის წილი მთლიან შემცირებაში 88% იყო. აჭარაში 39%-ით ნაკლები ფართობის მშენებლობები დასრულდა.

2021 წლის პირველ კვარტალში 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დასრულებული მშენებლობების ფართობი 19%-ით (78 ათასი კვადრატული მეტრით) შემცირდა.

და­საქ­მე­ბა და ხელ­ფა­სე­ბი

სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. შესაბამისად, მისმა კლებამ ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 2019 წელს მშენებლობებზე 101,400 კაცი მუშაობდა, 2020 წელს კი 16%-ით ნაკლები – 85,200. სამუშაო ადგილები 16,000- ით შემცირდა, როცა წინა წლებში ზრდის ტენდენცია ჰქონდა. სამშენებლო სექტორში შექმნილი პრობლემების გამო, ამ სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი შემცირდა. 2019 წელთან შედარებით სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1.5%-ით შემცირდა და 1,816 ლარი შეადგინა. 2021 წლის პირველ კვარტალში სამშენებლო სექტორში საშუალო ხელფასმა 1,665 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი კვარტალის საშუალო ხელფასზე 2.3%-ით ნაკლებია. შემცირების მიუხედავად, სამშენებლო სექტორზე მაღალი საშუალო ხელფასი 2021 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ საფინანსო სექტორსა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო საქმიანობაში იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *