საფრანგეთი გლობალური ნარკომარშრუტების წინააღმდეგ G7+ პორტების ალიანსს ქმნის

საფრანგეთი გლობალური ნარკომარშრუტების წინააღმდეგ G7+ პორტების ალიანსს ქმნის

ფოტო: BRENDAN SMIALOWSKI/Pool via REUTERS 

 

ორშაბათს საფრანგეთმა დიდი შვიდეულის ფარგლებში შექმნილი ახალი ქსელის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ახალშექმნილი ქსელი მსხვილ პორტებს, საბაჟო სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააერთიანებს და მისი მიზანი, ნარკოტიკების უკანონო საერთაშორისო გადაზიდვის მარშრუტების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესება და კოორდინაციის გაძლიერება იქნება.

საფრანგეთმა ინიციატივა პარიზში, 9-10 ნოემბერს გამართულ დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ოფიციალურად წარადგინა.

ქსელი, 14 პორტს მოიცავს და G7-ის წევრ ქვეყნებს, ასევე, ბრაზილიას, სამხრეთ კორეას, მსხვილ საერთაშორისო პორტებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის ინტერპოლს, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას აერთიანებს.

„ამ საერთაშორისო ფორმატის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელსაც უკვე ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ პრობლემის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას უდიდეს ზიანს აყენებს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ პრესკონფერენციაზე.

ქსელის მიზანია, გააუმჯობესოს თანამშრომლობა ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ მსხვილ საზღვაო მარშრუტებზე. ამისთვის ყურადღება მიწოდების მთლიან ჯაჭვზე გამახვილდება, წარმოებისა და ტრანზიტის ქვეყნებით დაწყებული, დანიშნულების ბაზრებით დამთავრებული.

ქსელი ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას, პორტებსა და საბაჟო პუნქტებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას, უკანონო გადაზიდვის მარშრუტების იდენტიფიცირებას, კრიმინალური ორგანიზაციების მიერ გამოყენებული კონტეინერების უფრო ეფექტიან გამოვლენას, ასევე საზღვაო, საბაჟო და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

საფრანგეთის მთავრობის დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ბოლოდან მოყოლებული, საფრანგეთმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სფეროში 20-ზე მეტი ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა. გარდა ამისა, გასული წლის განმავლობაში ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული პერსონალის რაოდენობა 30%-ით გაზარდა.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.