საქართველო და რეგიონი: ინფრასტრუქტურაში საჯარო ინვესტიციების რეიტინგი

საქართველო და რეგიონი: ინფრასტრუქტურაში საჯარო ინვესტიციების რეიტინგი

ეკონომიკური განვითარებისთვის ინფრასტრუქტურას არსებითი როლი აკისრია. თავად ინფრასტრუქტურის განვითარებაში კი საჯარო სექტორის როლია გამოკვეთილი.

საჯარო სექტორის მიერ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მასშტაბით, რეგიონში აზერბაიჯანი ლიდერობს. კერძოდ, ბოლო ათწლიან პერიოდში აზერბაიჯანის მთავრობა წლიურად კაპიტალური ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 10.2%-ს გაიღებს, რაც წინა ათწლეულში საშუალოდ 10.6% იყო.

საქართველოში ასეთი ხარჯები ბოლო ათწლეულში გაზრდილია, მაგრამ ის მეზობელ ქვეყანასთან შედარებით დაბალ ნიშნულზე რჩება. 2002-11 წლებში კაპიტალური ხარჯები ეკონომიკის საშუალოდ 3.5% იყო, რაც 2012-21 წლებში 4.8%-მდეა გაზრდილი.

საქართველოს კიდევ ერთ მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 3.3%-ია, რაც წინა ათწლეულთან შედარებით საშუალოდ 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირებულია.

რაც შეეხება რეგიონში ყველაზე დაბალ ნიშნულს, ამით უკრაინა გამოირჩევა. უკრაინაში კაპიტალური დანახარჯები საშუალოდ წელიწადში ეკონომიკის 1.7%-ია.

ყოფილ საბჭოთა სივრცეში საჯარო კაპიტალური ინვესტიციები მშპ-სთან (%)

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ევროპა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (მაღალი შემოსავლების გარეშე)
საჯარო კაპიტალური ინვესტიციები მშპ-სთან (%)

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საჯარო კაპიტალური ინვესტიციები მშპ-სთან (%)

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
მეთოდოლოგია

რეიტინგი მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით. მონაცემები მოპოვებულია ფონდის საჯარო ფინანსების სტატისტიკის ბაზიდან. საჯარო კაპიტალური ინვესტიციები გაანგარიშებულია შემდეგი სახით:

სადაც, t – დროის პერიოდია (2012-2021 წლების წლიური მაჩვენებელი), C – ფისკალური წლის მანძილზე გაწეული კაპიტალური ხარჯები. Y კი საანგარიშო პერიოდში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა. i ასახავს მოცემულ ათწლიან პერიოდში საშუალო წლიურ კაპიტალური ხარჯების ფარდობით მაჩვენებელს ეკონომიკასთან მიმართებით. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ქვეყნების შედარება შესაძლებელი იქნება.

საქართველოს რეგიონად სამი გეოგრაფიულეკონომიკური არეალია გამოყენებული: ყოფილი საბჭოთა კავშირის შემადგენლობა, გაეროს აღმოსავლეთ ევროპის კლასიფიკაცია და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნები.