საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი

საქართველო კერძო სექტორის გამჭვირვალობის ზრდის თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეფორმას გადის – კომპანიებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საკუთარი აუდიტორული ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება დაეკისრათ.

ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტების დაკმაყოფილება და საკუთარი შემოსავლების გამოქვეყნების ვალდებულება თავად აუდიტორულ კომპანიებსაც აქვთ. ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ. 2018 წლის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

#

კომპანიის სახელი

სრული შემოსავალი
ლარებში

შემოსავალი ფინანსური
ანგარიშგების აუდიტიდან,
ლარებში

შემოსავალი სხვა
აუდიტორული
საქმიანობიდან,
ლარებში

1

PWC საქართველო

8,582,967

7,680,380

902,587

2

იუაი

8,529,980

8,155,685

374,294

3

KPMG Georgia

6,614,749

6,462,345

152,404

4

დელოიტი და ტუში

6,004,650

4,730,083

1 274,567

5

ბიდიო

4,680,084

4,648,692

31,392

6

გრანთ თორნთონ

1,230,439

1,193,690

36,749

7

არესემ საქართველო

1,287,975

1,125,497

162,478

8

ნექსია თიეი

1,209,749

1,029,842

179,907

9

ფი-ქეი-ეფ ჯორჯია

1,074,437

808,735

265,701

10

ბეიკერ ტილი ჯორჯია

690,711

609,271

81,440

 
Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების შესწავლით, საკონსულტაციო კომპანია “ებიტ ჯგუფის” მიერ მომზადებული შეფასების მიხედვით, ტოპ-15 აუდიტორული კომპანიის წილი მთლიანად გამოქვეყნებულ ანგარიშგებებში 67%-ს უდრის.

“ებიტ ჯგუფის” მიერ Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშგებების შესახებ მომზადებული ანალიზის მიხედვით, დასკვნები ქვეკატეგორიების მიხედვით ასე ნაწილდება (წარმოდგენილია ტოპ-5 კომპანია): 

#

კომპანიის სახელი

Reportal.ge-ზე
გამოქვეყნებული
ანგარიშგებების
რაოდენობა

არამოდიფიცირებული
დასკვნების
წილი

ნაწილობრივ
მოდიფიცირებული
დასკვნების
წილი

პირობითი
დასკვნა,
წილი

უარი მოსაზრების
გამოთქმაზე,
წილი

უარყოფითი
მოსაზრება,
წილი

 

1

PWC საქართველო

41

88% 

10% 

2%

0% 

0% 

იუაი

59 

73% 

25% 

0% 

2%  

0%  

KPMG Georgia

48

98% 

0% 

1% 

0%  

0%  

დელოიტი და ტუში

31

84% 

13%

3% 

0%  

0%  

ბიდიო

124 

36%

8% 

40% 

14%  

2%  

 

რეიტინგი შედგენილია კომპანიების აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით და ის არ მოიცავს მათ სხვა ტიპის – ბიზნეს- და საკონსულტაციო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს.