საქართველოს ბანკის BOG sCoolApp–ს 50 000 მოსწავლე იყენებს

საქართველოს ბანკის BOG sCoolApp–ს 50 000 მოსწავლე იყენებს

საქართველოს ბანკმა ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი, პირველი მობილური აპლიკაცია BOG sCoolApp-ი რამდენიმე თვის წინ შექმნა. აპლიკაციას უკვე 50 000 მოსწავლე საკუთარი ჯიბის ფულის, ნაშთების ციფრული კონტროლისთვის, ასევე, მობილური ბალანსის დამოუკიდებლად შევსებისა და თანხის მეგობრებთან განსხვავებული, სახალისო გზით გადარიცხვისთვის იყენებს. ამასთან, მოსწავლეები აპლიკაციის მეშვეობით იღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგან, ეცნობიან სიახლეებს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ოლიმპიადებისა თუ საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ.

BOG sCoolApp-ი მთლიანად სკოლის მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. მისი შექმნის მიზანი მარტივი ფუნქციონალის გამოყენებით ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების, ეკონომიკური აზროვნებისა და საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილების შეთავაზებაა. თუმცა, ეს BOG sCoolApp-ის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი ბენეფიტის შესაქმნელად აპლიკაცია მუდმივად ვითარდება. ახლახან პლატფორმას ყულაბის ფუნქციონალი დაემატა, რომლის დახმარებითაც, მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად დააგროვონ თანხა და აქციონ საკუთარი მიზნები რეალობად.

„ეკონომიკური გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ ეფექტურობას ფინანსური ცნობიერება განაპირობებს. რაც უფრო ადრეული ასაკიდან მივაჩვევთ ბავშვებს ფინანსური აქტივების დამოუკიდებლად მართვას, მით უფრო მარტივად შეძლებენ ისინი გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებას. BOG sCoolApp-ის მეშვეობით, ახალგაზრდები სკოლის ასაკიდანვე სწავლობენ ბიუჯეტირებასა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ხელს უწყობს მათში ეკონომიკური აზროვნების განვითარებას და ქვეყანაში ფინანსური ცნობიერების დონის ამაღლებას“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.

მარტივი და მოქნილი ფუნქციონალი, თანხის გადარიცხვის სახალისო გზები და ტრანზაქციების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც აპლიკაციას მოსწავლეებისთვის საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტად აქცევს. თუმცა, საქართველოს ბანკის გუნდი არ ჩერდება და აქტიურად მუშაობს ახალი შეთავაზებების დამატებაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებს განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. S

აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *