საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet-ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet-ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

საქართველოს ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor-ის სასტუმროს ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4-ში აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA-პროგრამის ფარგლებში გაიცა.

Greet by Accor-ი არის საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო საქართველოში. ის 4,000 კვ.მ ფართობზე აშენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს.

„საქართველოს ბანკი წლებია, ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებას უჭერს მხარს. ჩვენს პარტნიორ კომპანია „შპს ჰოტელეა“-სთან ერთად თბილისში მორიგი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბრენდ Greet-ის ახალი სასტუმროს, Greet by Accor- ის მშენებლობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის Greet-ის პირველი სასტუმრო საქართველოში და მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის ბრენდი შემოდის, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას.“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ. S