საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო მოჭადრაკეს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

„უკვე დიდი ხანია ვეძებდით მომენტს, როცა საშუალება მოგვეცემოდა თქვენთვის ეს ორდენი გადმოგვეცა და მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით. მეც ვღელავ, რადგან თითქმის ყველა ორდენი გაქვთ მიღებული, ამიტომ ძალიან ძნელია ახლის მოფიქრება, მაგრამ ერთი ორდენი არ გქონდათ და მე მგონი, ძალიან სწორი არჩევანი გაკეთდა, რომ დღეს დამეჯილდოებინეთ იმ დედოფლის ორდენით, რომელიც მეფეებზე მაგარი იყო – ანუ, თამარ მეფის ორდენით.

ეს ორდენი არ არის თქვენი სპორტული გამარჯვების აღმნიშვნელი ჯილდო, ეს უფრო იმას აღნიშნავს, თუ რას წარმოადგენთ თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

დაჯილდოების ცერემონია 12 ოქტომბერს ჭადრაკის სასახლეში, ნონა გაფრინდაშვილის მსოფლიო ტურნეს – „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ წარდგენაზე გაიმართა.