იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

იანვარ-სექტემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.6%-ით გაიზარდა და 15.9 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მათ შორის, საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 12.7%-ით გაიზარდა და 4.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 18.3%-ით გაიზარდა და 11.3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შესაბამისად, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.