საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის იანვრიდან საქართველოში  ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.

ცვლილება ეხება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს. დაიკლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.

შედეგად, თბილისში 0-დან 101 კვტ.სთ-მდე მოხმარებისას საყოფაცხოვრებო ტარიფი 15 თეთრი იქნება, 101-დან 301 კვტ.სთ-მდე მოხმარებისას – 19 თეთრი, ხოლო იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 23.5 თეთრით განისაზღვრება.

წყარო: სემეკი