საქართველოში IT სფეროში მედიანური ანაზღაურება 4,500 ლარს შეადგენს | Techsurvey 2022

საქართველოში IT სფეროში მედიანური ანაზღაურება 4,500 ლარს შეადგენს | Techsurvey 2022

Tech Survey 2022-ის ანალიზის მიხედვით, საქართველოში IT სფეროში მედიანური ანაზღაურება 4,500 ლარს შეადგენს. გამოკითხვაში მონაწილეობა 376-მა ადამიანმა მიიღო, რომლებიც პროგრამირების სექტორში სხვადასხვა მიმართულებებით არიან დასაქმებულნი.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილეთა დაახლოებით 90% მამაკაცი იყო. უნდა ითქვას, რომ ანალიზის მიხედვით, IT სფეროში დასაქმებულ მამაკაცებსა და ქალებს შორის მედიანური ანაზღაურება თანაბარი აღმოჩნდა.

გამოცდილების წლების რაოდენობის მიხედვით, ერთ წლამდე გამოცდიელბის მქონე კადრების მედიანური ანაზღაურება 1,250 ლარია, ერთიდან ორ წლამდე გამოცდილების მქონეთა მედიანური ანაზღაურება კი 2,500 ლარს შეადგენს. 6-დან 12 წლამდე გამოცდილების კადრების მედიანური ანაზღაურება გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალია და 12,500 ლარს უტოლდება.

შემოსავლების განაწილება გამოცდილების წლების მიხედვით

არანაკლებ საინტერესოა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ანაზღაურებებს შორის განსხვავება. ამ შემთხვევაში ყველაზე დაბალი მედიანური ანაზღაურება, 1,250 ლარი 15-17 წლის დასაქმებულებში გვხვდება, ყველაზე მაღალი მედიანური ანაზღაურება, 8,500 ლარი კი – 27-29 და 35-39 წლის დასაქმებულებში.

 

შემოსავლების განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 

კვლევის შედეგების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *