გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ფორსეტთან (Forset), ასკგოვთან (AskGov), ქლაიმით ბეისიქსთან (Climate Basics) და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან (REC Caucasus) თანამშრომლობით, გიწვევთ კლიმატის დატათონზე – საქართველოში კლიმატის ცვლილების საკითხის გარშემო მონაცემების ვიზუალიზაციის პირველ კონკურსზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტატისტიკოსებს, დიზაინერებს, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სპეციალისტებს, მონაცემთა მკვლევრებსა და ანალიტიკოსებს, რომელთაც კლიმატის საკითხები აინტერესებთ..
დატათონის მიზანია, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული თემებისადმი ცნობიერების დონე გაზარდოს და სფეროში არსებული მონაცემები, ვიზუალიზაციის მეშვეობით, ყველასათვის მარტივად გასაგები და ინტერაქციული გახადოს.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა და შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.
კლიმატის დატათონის კონკურსამდე პერიოდი დატვირთული იქნება სემინარებითა და მენტორობის სესიებით. სფეროს ექსპერტები სემინარებს 13, 15 და 20 სექტემბერს ჩაატარებენ, მენტორების სესიები კი 23, 24 და 25 სექტემბერს გაიმართება. ყველა ღონისძიება – ისევე, როგორც უშუალოდ კონკურსი – ციფრულად წარიმართება.
დატათონის ფარგლებში შექმნილი პროდუქტი შეიძლება იყოს:
– ინტერაქციული ვიზუალიზაცია;
– ინფოგრაფიკა;
– თამაში;
– ქვიზი;
– ანიმაციური ვიდეო;
– სხვა.
შემოქმედებითობა და ახალი ფორმების ძიება მაქსიმალურად წახალისებულია.
კლიმატის დატათონზე მოსახვედრად აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/climate-datathon
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, 11:00 საათი.
კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თეონა თომაშვილს (teona@forset.ge) ან მარიამ ჩხეიძეს (mariam.chkheidze@giz.de)
—
ღონისძიებას წვლილი შეაქვს პროექტებში: “კლიმატის პოლიტიკის შესაძლებლობების განვითარება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ფაზა მესამე” (CDCPIII) და “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი ეკონომიკური განვითარების გლობალური პროგრამა” (CRED), რომლებიც ფინანსდება გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციის, ბირთვული უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის ფედერაციული სამინისტროს (BMUV) მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) განხორციელებით.
AskGov-ის ჩართულობა შესაძლებელი გახდა ღია მმართველობის პარტნიორობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.