„საქკაბელის“ ამბიციური გეგმები - ინტერვიუ დავით კაპანაძესთან

„საქკაბელის“ ამბიციური გეგმები - ინტერვიუ დავით კაპანაძესთან

კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია „საქკაბელის“ წარმადობა ბოლო ხუთ წელიწადში დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. კომპანიის საწარმოო პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიითა და ელექტრონული სისტემებით 2017 წელს გადაიარაღდა. მას შემდეგ „საქკაბელმა“ ადგილობრივ ბაზარზე არსებული პოტენციალის ჯერ მხოლოდ 60% აითვისა, კომპანიის მმართველ დირექტორს, დავით კაპანაძეს, რომელიც გუნდს გასულ წელს შეუერთდა, ზრდის ტემპის კიდევ უფრო დაჩქარება სურს. Forbes Infrastructure მას ბაზარზე არსებულ პერსპექტივებზე ესაუბრა.

და­ვით, წე­ლი­წად­ზე მე­ტი­ა, რაც „საქკაბელს“ შე­უ­ერ­თდით. რამ მი­გა­ღე­ბი­ნათ სა­ბან­კო სექ­ტო­რის და­ტო­ვების გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და რა კომ­პა­ნია დაგ­ხ­ვ­დათ?

საბანკო სექტორში დაახლოებით 14 წელი ვმუშაობდი. აღნიშნულ სფეროში ჩემი კარიერა HSBC-დან დაიწყო, „სოსიეტე ჟენერალში“ გაგრძელდა და „საქართველოს ბანკში“ დასრულდა. სიმართლე გითხრათ, ბანკიდან წასვლის ნაბიჯის გადადგმაზე დიდხანს ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმაზეც, სად შეიძლებოდა, წავსულიყავი. საბოლოოდ წარმოების სფეროს მივანიჭე უპირატესობა. წარმოება და მით უმეტეს „საქკაბელის“ მიმართულება ურთულესი ბიზნესია, ვინაიდან ყველა ის ნედლეული, რაც ჩვენი კაბელების წარმოებაში გამოიყენება, მაგალითად, სპილენძი, ალუმინი და სხვადასხვა ქიმიური შენაერთი, მიბმულია საერთაშორისო ბირჟებზე, ამიტომაც კომპლექსური ბიზნესია. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი გამოწვევისა და ახლის სწავლის სურვილი მქონდა, გადავწყვიტე, „საქკაბელის“ გუნდს ჩავდგომოდი სათავეში.

„საქკაბელი“ და­ახ­ლო­ე­ბით 64 წლის კომ­პა­ნი­ა­ა. განვი­თა­რე­ბის რა ეტაპ­ზეა ის დღეს?

კომპანია 1958 წელს დაარსდა და მას შემდეგ სირთულეების არაერთი ეტაპი აქვს გამოვლილი. ბევრი რამ გამოსწორდა და განვითარდა, თუმცა დღესაც ბევრია გასაკეთებელი. პირველ რიგში, ასათვისებელია ადგილობრივი ბაზარი. მიზნად კიდევ უფრო მეტ ზრდას ვისახავთ. ამის ამბიციაც გვაქვს და რესურსიც, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ დასახული მიზნის 60% უკვე შესრულებული გვაქვს, თუმცა კიდევ ერთი ამდენის პოტენციალი არსებობს, ამიტომაც ამ კუთხით ბევრს ვმუშაობთ.

ამ ჭრილ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა­ზეც მინდა გკითხოთ… რო­მელ კომ­პა­ნი­ებ­თან გი­წევთ ურთი­ერ­თო­ბა იმის­თ­ვის, რომ, ერ­თი მხრივ, სა­ო­პე­რაციო უწყ­ვე­ტო­ბა გქონ­დეთ, მე­ო­რე მხრივ კი ხა­რის­ხი უზ­რუნ­ველ­ყოთ?

ჩვენი პროდუქციის საცალო მიმართულებით რეალიზაციას ჩვენს საკუთარ მაღაზიებსა და შოურუმებში ვახდენთ. ასევე განვითარებული გვაქვს სადილერო ქსელი, რომელიც მოიცავს სამშენებლო მასალების დიდ ჰიპერმარკეტებსა და მაღაზიებს საქართველოს ყველა რეგიონში. B2B-ის მიმართულებითაც ვმუშაობთ. ჩვენი მომხმარებლები მსხვილი კორპორაციული კლიენტები არიან, მათ შორის სამშენებლო, სამონტაჟო კომპანიები. ჩვენი პროდუქციით არის სამონტაჟო სამუშაოები შესრულებული დიდ სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებსა და საცხოვრებელ კომპლექსებში.

რაც შეეხება მომწოდებლებს, დივერსიფიცირებული შესყიდვების საკმაოდ ფართო ქსელი გვაქვს შექმნილი, საუბარია სპილენძისა და ალუმინის ინდუსტრიაში ცნობილ ბრენდებსა და მსხვილ მწარმოებლებზე. ჩვენი ძირითადი მომწოდებლები უცხოელები არიან: ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან და ა.შ.

გარდა საკაბელო პროდუქციისა, 2021 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით გოფრირებული მილების წარმოება ავამოქმედეთ, რომლებიც ელექტროსამონტაჟო სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება. ჩვენ მიერ ნაწარმოები გოფრე არის არაალებადი და არ გამოყოფს მხუთავ აირს, ამიტომ სრულიად უსაფრთხოა.

აღსანიშნავია „საქკაბელის“ წარმატებული თანამშრომლობა ფრანგულ ბრენდ „შნაიდერ ელექტრიკთანაც“, რომლის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროფურნიტურის, ავტომატებისა და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის დისტრიბუციის მიმართულებით.

რო­გო­რია „საქკაბელის“ კლი­ენ­ტე­ბის პორ­ტ­ფე­ლი? ექს­პორ­ტ­ზე ხართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თუ ძი­რი­თა­დი მომხ­მა­რებ­ლე­ბი მა­ინც ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე გყავთ?

ძირითადი მომხმარებლები ადგილობრივ ბაზარზე გვყავს, ვინაიდან საქართველო საკმაოდ მზარდი ბაზარია, ჩვენი სექტორი მიბმულია სამშენებლო მასალების ბაზართან. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ სამშენებლო კომპანიებთან, მათი ზრდა პირდაპირპროპორციულად ჩვენს ზრდას ნიშნავს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ადგილზე კიდევ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს.

რაც შეეხება ექსპორტის ნაწილს, სომხეთში აქტიურად ვახორციელებთ ექსპორტს, რაც კომპანიის ისტორიის ნაწილია. ამ მიმართულებით გაძლიერებისა და ზრდის მიზნით, მიმდინარე წელს ჩვენი პროდუქციის სხვადასხვა ქვეყანაში გამოფენას ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ ახალი ბაზრების მოძიებას შევძლებთ.

პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნებ­ზეც მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ და სად აისა­ხა პან­დე­მი­ის ეფექ­ტე­ბი „საქკაბელზე“?

2020 წელს სრული ლოკდაუნის პერიოდში ჩვენი ქარხანაც შეჩერებული იყო. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში გაჩერდა ბევრი მშენებლობაც და, ბუნებრივია, ეს ჩვენზეც აისახა. თუმცა ნამდვილად ვერ დავიჩივლებთ. 2020 წელიც საკმაოდ შედეგიანად დავასრულეთ. ხოლო 2021-ში, როდესაც ეკონომიკამ გამოღვიძება დაიწყო, ჩვენც უფრო მეტი ზრდა გვქონდა, ვიდრე წინა წელს.

სა­ინ­ტე­რე­სო­ა, თქვენს სექ­ტორ­ში ად­გი­ლობ­რივ ბაზარ­ზე რო­გო­რი კონ­კუ­რენ­ცი­ა­ა?

ბაზარი მზარდია, იმპორტის ნაწილიც დიდია, თუმცა ყოველწლიურად სტატისტიკურად ადგილობრივი ქარხნების წარმოება და მიწოდება იზრდება, რაც ძალიან კარგია. ზოგადად ჩვენთვის იმპორტი საკმაოდ მტკივნეული თემაა. ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციაა ხარისხიდან გამომდინარე, ვინაიდან დიდი რაოდენობის უხარისხო პროდუქცია შემოდის.

კარ­გად არ კონ­ტ­როლ­დე­ბა ხა­რის­ხი?

იმპორტირებული საკაბელო პროდუქციის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით შესაბამისი დირექტივა არსებობს. თუმცა, სამწუხაროდ, მისი სათანადოდ აღსრულება არ ხდება. კაბელი უძვირესი ნედლეულით – სპილენძითა და ალუმინით მზადდება. ამიტომ ხარისხი მნიშვნელოვანია. თუმცა იმპორტირებული საქონლის 70% ხარისხის სტანდარტებს აცდენილია. ამ ვითარებას ჩვენ ჩვენი რესურსით ვებრძვით.

რო­გორ?

გვაქვს ჩვენი ლაბორატორია. „საქკაბელის“ პროდუქცია, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის, რომელიც ევრორეგულაციების შესაბამისად განახლდა. ზოგადად, როდესაც მომხმარებელს აქვს კითხვა, შეიძინოს იმპორტირებული პროდუქცია თუ არა, ჩვენ მათ უზრუნველვყოფთ სრული ინფორმაციით, რათა დავანახოთ, რა საფრთხის წინაშე შეიძლება, დადგნენ. სადენი ისეთი პროდუქტია, რომელსაც ექსპლუატაციის დიდი ვადა უნდა ჰქონდეს – 70-100 წელი. ამიტომაც ხარისხი მნიშვნელოვანია. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ ევროპული ხარისხის კაბელი და ვებრძოლოთ იმპორტირებულ უხარისხო პროდუქციას.

მიზ­ნე­ბი­სა და ამ­ბი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ნა­წი­ლობ­რივ უკ­ვე მოგ­ვი­ყე­ვით, კი­დევ რა გეგ­მე­ბი გაქვთ 2022 წლის­თ­ვის?

საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. კომპანიებს, რომლებიც წარმოებით არიან დაკავებული, მუდმივად ესაჭიროებათ მოდერნიზება. ამიტომაც ჩვენც ვცდილობთ, ვიყოთ ინოვატორები, ბაზარზე ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ. მსოფლიოში განვითარებულ ტექნოლოგიებს ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ, სხვა შემთხვევაში კონკურენცია ძალიან რთული იქნება და განვითარებაც გაგვიჭირდება. ასევე წარმოების დამატებითი სიმძლავრეების გაზრდას ვისახავთ მიზნად. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ახალ მომწოდებლებთან დანადგარების ნაწილში. ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია. გადაიარაღების კუთხით მოდერნიზაციას გავაგრძელებთ და ბაზრის წილს გავზრდით.

გარდა ამისა, საინვესტიციო მიმართულებით ალტერნატიული პროექტები გვაქვს, რომლებიც ჩვენი ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, მაგალითად, ვგეგმავთ მზის პანელების დამონტაჟებას, რაც ელექტროენერგიის დანახარჯებს შეგვიმცირებს. საერთო ჯამში, დიდი გეგმები გვაქვს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.