საქსტატის მონაცემებით, თებერვალში იმპორტის ფასების ინდექსი წლიურად 1.2%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, თებერვალში იმპორტის ფასების ინდექსი წლიურად 1.2%-ით გაიზარდა

ფოტო: Getty Images

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

კერძოდ, 2025 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 1.4%-ით გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 1.1%-იანი მატება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე – 709.6%-იანი.

რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ფასების 9.1%-იანი მატება.

აქვე გეტყვით, რომ 2026 წლის თებერვალში ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით უმნიშვნელოდ, 0.1%-ით შემცირდა. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში ფასების 0.5%-იანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წლიურ ჭრილში ექსპორტის ფასების ინდექსი 8.7%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ზრდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე მოდის და 49.9%-ს შეადგენს.