საუდის არაბეთში ანტიკორუფციული ოპერაციის შედეგად 207 ადამიანი დააკავეს

საუდის არაბეთში ანტიკორუფციული ოპერაციის შედეგად 207 ადამიანი დააკავეს

საუდის არაბეთის პრინც მუჰამად ბინ სალმანის მიერ მინიჭებული უფლებამოსილებით, ქვეყნის ანტიკორუფციულმა სამსახურმა საუდის არაბეთის მასშტაბით სხვადასხვა სამინისტროს 207 თანამშრომელი დააკავა.

სამეფოს ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ორშაბათს გაავრცელა, თუმცა, არ დააკონკრეტა პირების ვინაობა და დაკავების ზუსტი თარიღები. პრინცი სალმანის ანტიკორუფციული წმენდა 2017 წელს დაიწყო და მას შემდეგ ამ ბრალდებით ასეულობით ადამიანია დაკავებული. აღნიშნული ქმედება პრინცს ძალაუფლების განმტკიცებაში, სახელმწიფოს კი 106 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების მიღებაში დაეხმარა.

ანტიკორუფციული სააგენტოს მტკიცებით, დაკვირვება 460 ადამიანზე მიმდინარეობდა. თუმცა, კორუფციის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ბრალდებით საუდის არაბეთის 207 მოქალაქე დააკავეს. სახელმწიფო ინსიტიტუტებში კორუფციის მაღალი მაჩვენებელი სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.

დაკავებულ პირთა საქმეები გამოძიებისათვის საუდის არაბეთის სამეფოს პროკურატურას გადაეცემა. ბრალდებულებს შორის ეროვნული გვარდიის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლები არიან.

შეგახსენებთ, რომ აპრილში მსგავსი ბრალდებით საჯარო სექტორის 176 თანამშრომელი დააკავეს. 2017 წელს, საუდის არაბეთის პრინცმა სახელმწიფოში კორუფციის აღმოფხვრა დაისახა მიზნად და საუდის ოჯახის პრინცებს, საჯარო მოხელეებსა და ბიზნესმენებს ღიად დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, მისი ბრძანებით, ძალოვანმა სტრუქტურებმა ქვეყნის ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირები დააკავა და კვირების განმავლობაში სასტუმროში დააყოვნა კომუნიკაციის უფლების გარეშე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *