ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 89 მლნ ლარი შეადგინა, რაც 18 მლნ ლარით მეტია 2017 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე. სექტემბერში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 12 მლნ ლარი გადაიხადეს.
სექტემბერში ბანკების შემოსავლებმა 369 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 278 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 91 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.
9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში ბანკების მოგება 602 მლნ ლარია, რაც 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მოგებაზე 29 მლნ ლარით (4.7%-ით) ნაკლებია.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში