შეხვდი GTA 6-ს 30%-იანი ქეშბექით: თიბისისა და Game Zone-ის განსაკუთრებული შეთავაზება

შეხვდი GTA 6-ს 30%-იანი ქეშბექით: თიბისისა და Game Zone-ის განსაკუთრებული შეთავაზება

13-წლიანი ლოდინი სრულდება – ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ნანატრი რელიზი, GTA 6 ოფიციალურად 19 ნოემბერს გამოდის.

თუ გეგმავ, რომ თამაშის სამყაროში პირველთა შორის აღმოჩნდე, თიბისისა და Game Zone-ს შენთვის განსაკუთრებული სიახლე აქვთ: 23 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, GTA 6-ის ფიზიკური ვერსიის წინასწარი შეძენისას ულიმიტო 30%-იან ქეშბექს მიიღებ.

შეთავაზებით სარგებლობა მარტივია: საკმარისია გადაიხადო ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით.

შეთავაზება ერთნაირად მოქმედებს როგორც Game Zone-ის ფილიალებში თიბისის ტერმინალზე ანგარიშსწორებისას, ისე ონლაინ შეკვეთისას – ვებგვერდზე თიბისის გადახდის მეთოდის არჩევით.

GTA 6-ის ფიზიკური ვერსია ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ Game Zone-შია ხელმისაწვდომი, შეზღუდული რაოდენობით. მოთხოვნის მასშტაბიდან გამომდინარე, ლიმიტი საკმაოდ მცირეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ეგზემპლარის გარანტირებულად მისაღებად, დროული წინასწარი შეკვეთა გადამწყვეტია.

თიბისიში გეიმერებისთვის ახალი ეტაპი იწყება

GTA 6-ის კამპანია პირველი ნაბიჯია იმ მასშტაბური სიახლეების სერიიდან, რომელსაც თიბისი გეიმინგის მიმართულებით ამზადებს.

წინ სპეციალური შეთავაზებები გელოდება, რომლებიც შენს გამოცდილებას კიდევ უფრო კომფორტულს და საინტერესოს გახდის. მოკლედ, ყველაზე საინტერესო ამბები წინ არის.

არ გამოტოვო ეს განსაკუთრებული შანსი – გადადი Gaming Zone-ის ვებგვერდზე ან ეწვიე მათ ფილიალებს, შეუკვეთე GTA 6 თიბისის ბარათით, დაიბრუნე 30% და იყავი პირველი, ვინც 19 ნოემბერს ვაის სითის ქუჩებში აღმოჩნდება.

S