შესაძლოა, ნიკოტინი COVID-19-ით ინფიცირების ალბათობას ამცირებდეს - საფრანგეთში კვლევა ჩატარდება

შესაძლოა, ნიკოტინი COVID-19-ით ინფიცირების ალბათობას ამცირებდეს - საფრანგეთში კვლევა ჩატარდება

ფრანგი მეცნიერების ვარაუდით, ორგანიზმში ნიკოტინის არსებობამ შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი შეამციროს.

ბრიტანული The Guardian-ის ინფორმაციით, ფრანგი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მწეველ ადამიანებს კორონავირუსის გადადების ნაკლები შანსი აქვთ. სწორედ ამიტომ, მეცნიერთა გუნდი პაციენტებზე ნიკოტინის პლასტირების გამოცდას გეგმავს, ამისათვის კი ისინი მთავრობისგან ნებართვის მიღებას ელოდებიან.

ფრანგი მეცნიერების გუნდმა პარიზის Pitié-Salpêtrière-ს საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული 450 პაციენტი გამოკითხა. 350 ჰოსპიტალიზირებულ ადამიანთაგან მხოლოდ 4.4% აღმოჩნდა რეგულარი მწეველი და მათი საშუალო ასაკი 65 წელი იყო. ხოლო, თვითიზოლაციაში მყოფი 100 დაინფიცირებული პაციენტთანაგან, რომელთა საშუალო ასაკი 44 წელს შეადგენდა, მხოლოდ 5.3% აღმოჩნდა მწეველი.

Pitié-Salpêtrière-ის საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის ავტორების განცხადებით:

“არამწეველი მოსახლეობისგან განსხვავებით ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ თამბაქოს პროდუქტებს, ნაკლებად აღენიშნებათ Sars-CoV-2-ის ინფექცია და ვირუსის სიმპტომები“.

საფრანგეთის სტატისტიკური მაჩვენებლის თანახმად, ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 25.4%-ს შეადგენს. ხოლო, კორონავირუსით დაინფიცირებული 11 000 პაციენტიდან მხოლოდ 8.5% არის რეგულარული მწეველი.

თამბაქოს მომხმარებელთა შედარებით დაბალ ინფიცირების მაჩვენებელზე მიანიშნებს ჩინეთში ჩატარებული კლინიკური კვლევაც, რომელიც New England Journal of Medicine-ის მარტის გამოცემაში გამოქვეყნდა. ამ კვლევის თანახმად, 1000 დაინფიცირებულიდან მხოლოდ 12.6% იყო მწეველი მაშინ, როდესაც  ჩინეთის მოსახლეობის 28% რეგულარული მწეველია.

პარიზის საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ისინი არ უჭერენ მხარს მოსახლეობაში თამბაქოს პროპაგანდას და მათი თეზისი მიზნად არ ისახავს მწეველთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობას. ეს მიდგომა ნათლად ჩანს სამეცნიერო გუნდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელშიც ისინი Covid 19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად არა სიგარეტის, არამედ ნიკოტინის თვისებებს ასახელებენ.

The Guardian-ის ინფორმაციით, ფრანგი ნეირობიოლოგი ჟან-პეირ შანჟე ამბობს, რომ ნიკოტინს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუშალოს კორონავირუსის ადამიანის ორგანიზმში გავრცელების პროცესს. მისივე ვარაუდით, ნიკოტინს აქვს უნარი, შეამციროს Covid 19-ის მიერ დაავადებული ადამიანის ორგანიზმში გამოწვეული იმუნური სისტემის მწავავე რეაქცია.

ფრანგი მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა ნიკოტინი ხელს უშლიდეს Covid 19-ის ადამიანის ორგანიზმში გავრცელებას. თუმცა, კორონავირუსით დაავადებულ მწეველ ადამიანებში დაავადება, თამბქაოსა და ელექტრონული სიგარეტის მოხმარების შედეგად დაგროვებული ტოქსინების გამო, გამწვავებული ფორმით მიმდინარეობს.

თამბაქოს მოხმარებისა და COVID-19-ის ინფექციის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA)მარტში გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მწეველები კორონავისურით დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. თუმცა, FDA-მ საწყისი პოზიცია შეცვალა, მათი ინფორმაციით უცნობია როგორი გავლენა აქვს ელექტრონული სიგარეტის მოხმარებას კორონავირუსით დაინფიცირების შესაძლებლობაზე. “მართალია, ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ფილტვებში მავნე ტოქსინების მოხვედრას უწყობს ხელს, თუმცა ჯერ უცნობია, ზრდის თუ არა ეს კორონავირუსით დაინფიცირების რისკს“.   

“სიგარეტის მოხმარება იწვევს ფილტვებისა და გულის დაავადებას, ასუსტებს იმუნურ სისტემას და ზრდის სასუნთქი გზების ინფექციის რისკს. რაც მწეველ ადამიანებს Covid 19-ის დაავადების მაღალ რისკ ჯგუფში მოხვედრას იწვევს. ელექტრონული სიგარეტისა და თამბაქოს მოხმარებისას ფილტვებში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობის გამო კორონავირუსი დაინფიცირებულ პაციენტებში მწვავე ფორმით მიმდინარეობს“, ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის წარმომადგენელი ელისონ ჰანთი.

თუმცა, მკვლევართა ნაწილის შეფასებით, უშუალოდ ნიკოტინმა შესაძლოა, დამცავი აგენტის როლი შეასრულოს Covid 19-ის ინფექციის დროს, რის ეფექტზე დაკვირვებისთვის საფრანგეთში დამატებითი კვლევა არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *