შოტლანდიური ვისკი ღვინის სამშობლოში

შოტლანდიური ვისკი ღვინის სამშობლოში

The Balvenie, Glenfiddich, Grant’s, Tullamore DEW, Drambuie, Monkey Shoulders, Hendrick’s
პრემიალური სასმელის მოყვარულთათვის ეს კარგად ნაცნობი ბრენდებია,
რომლებითაც მათ GD Alco ამარაგებს. თითოეული სასმელი განსხვავებულ ისტორიებთან,
დროსთან და გარემოებასთან არის კავშირში, საქმე ხომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ
საოჯახო ბიზნესს ვისკის, ჯინისა თუ ლიქიორის მწარმოებელ William Grant and Sons-ს ეხება.

William Grant and Sons-ის ისტორია 1887 წლიდან შოტლანდიაში, უილიამ გრანტის ოჯახში იწყება. დღეს კი გრანტების მეხუთე თაობა, ყველა გამოწვევის მიუხედავად, პრინციპების, ტრადიციებისა და თანამედროვე ტენდენციების ჰარმონიული შეზავებით, ასეთივე ჰარმონიულ და მაღალი კლასის სასმელებს აწარმოებს და მთელ მსოფლიოს სთავაზობს.William Grant and Sons-ის ყველაზე მოთხოვნადი ბრენდები საქართველოს საზოგადოებას, წლების წინ, ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა და დისტრიბუტორმა GD Alco-მ წარუდგინა. დღეს კომპანია ქვეყანაში გრანტების ოჯახის ბრენდების ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორია. თავად GD Alco ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების იმპორტის თითქმის 80%-ს ფარავს. როგორც კომპანიაში აფასებენ, William Grant and Sons-ის ბრუნვა კომპანიის პორტფელში წლიდან წლამდე მზარდია და, მაგალითად, გასულ წელს 9 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც კომპანიის მთლიანი პორტფელის დაახლოებით 11% იყო, წელს კი კომპანიაში ამ რიცხვების გაუმჯობესებას ელიან. GD Alco-ში ამგვარი პროგნოზის გაკეთების საფუძველი ნამდვილად აქვთ, რადგან მსოფლიო ბრენდების ქართულ ბაზარზე პოზიციონირებისთვის ძალებს არ იშურებენ და პანდემიური რეალობის დასრულების შემდეგ, ბრენდების სიახლეებისა და ახალი ტენდენციების გაცნობის მიზნით სტუმარმასპინძლობის სექტორთან შეხვედრებს ააქტიურებენ. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ნოემბრის ბოლოს, რამდენიმე დღით, William Grant and Sons-ის ბრენდ-ამბასადორი ალექსანდრ ივჩენკო სტუმრობდა, რომელიც პრემიალური სასმელების ბრენდებს მსოფლიოს რვა ქვეყანაში წარადგენს.

 ჩვენ მას საქართველოში ვიზიტის პირველ დღეებში შევხვდით. საუბარი ხანგრძლივი გამოვიდა, აქცენტები კი რამდენიმე საკითხზე გაკეთდა William Grant and Sons-ი და მისი ბრენდები, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა და, რა თქმა უნდა, William Grant and Sons-ის პრემიალური სასმელები ღვინის სამშობლოში პოზიციები, ინტერესი, ფაქტორები.

მოგესალმებით, ალექსანდრ! კომპანიის შესახებ პრემიალური სასმელების მოყვარულებმა, ალბათ, ბევრი იციან, თუმცა საინტერესოა, როგორ ხედავს დიდი ოჯახის წევრი კომპანიას შიგნიდანროგორ დაახასიათებთ მას? 

კომპანიას თავისი ღირებულებები და პრინციპები აქვს, რომლებიც გრანტების პირველი თაობიდან დღემდე უცვლელია. კრიზისებისადა გამოწვევების მიუხედავად, კომპრომისებზე არ მივდივართ და ტრადიციების ერთგულნი ვრჩებით. ამავე დროს, დისტილერია საკმაოდ დინამიკურად ვითარდება, რაც პროდუქციის სახეობების განახლებითა და მრავალფეროვნებით გამოიხატება იცვლება შეფუთვის დიზაინი დაის უფრო თანამედროვე ხდება. ამავდროულად, ჩვენი წარმოებული ვისკის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. თუ გასული საუკუნის 60-იანი წლების ვისკის XXI საუკუნის 20-იანი წლების ვისკის შევადარებთ, ახალი წარმოების პროდუქტი უფრო მოგეწონებათ, რადგან წარმოების პროცესში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ადამიანები წლების განმავლობაში კომპანიაში მიღებული გამოცდილებით უკეთეს პროდუქტს ქმნიან, იქნება ეს კასრები, დისტილატები თუ საბოლოო პროდუქტი სასმელი. ასე რომ, ჩვენი ბრენდები დინამიკურად ვითარდება და წლიდან წლამდე უფრო პრემიალური ხდება.

ტრადიციებისადმი ერთგულებისა და განვითარების პირობებში რას სთავაზობს გრანტების საოჯახო ბიზნესი დღეს მომხმარებელს უფრო მეტად ტრადიციულ, კლასიკურ, თუ თანამედროვე მიდგომებით შექმნილ სასმელს?

William Grant and Sons-ს 25 დეკემბერს დაარსებიდან 135 წელი უსრულდება და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის კომპანია, რომელსაც განვითარების წინასწარ გაწერილი 50-წლიანი სტრატეგია აქვს, რაც ჩვენს ქარტეხილებით სავსე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ40-50-წლიანი დაძველების ვისკის, ჯინს და სხვა სახის სასმელებს ვაწარმოებთ. იცით, პირველად William Grant and Sons-ის მიერ წარმოებული ვისკი Glenfiddich-ი ისე დავაგემოვნე, კომპანიის შესახებ არაფერი ვიცოდი მწვანე, სამკუთხედი ბოთლი ავიღე, დავისხი და მივხვდი, რომ ის ძალიან გემრიელი იყო. წლების შემდეგ ვაცნობიერებ, რომ მისი გემო პრაქტიკულად არ იცვლება. რაც შეეხება ვისკის ახალ სახეობებს, მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ადრე ვისკის დავარგება რომის კასრებში არ ხდებოდა ახლა ხდება; არ გვქონდა ვისკი, რომელიც ცქრიალა ღვინის წარმოებისთვის განკუთვნილ კასრებში ისხმებოდაახლა ესეც გვაქვს. ამგვარად ახალი პროფილები იქმნება… მომხმარებელს პროდუქტის ფართო პალიტრით ვათამამებთ, მაგრამ ყოველთვის ვინარჩუნებთ კლასიკურ გემოებს, რომელთაც კომპანია არ ივიწყებს.

საუკუნოვანი შრომის შედეგად William Grant and Sons-ის პრემიალურ ბრენდებს მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსებზე არაერთი ჯილდო და აღიარება აქვთ მოპოვებული. პორტფოლიოში რომელია დღეს ყველაზე ძვირად ღირებული სასმელი?

ვფიქრობ, დღეს მომხმარებლისთვის ყველა ზე ლაქშერული ვისკი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის წარმოებაში, არამედ ზოგადად ვისკის შორისაა The Balvenie-ა. ეს დისტილერია ვისკის 100-წლიანი მეთოდებით ამზადებს. მასზე მოთხოვნა და ფასი ყოველწლიურად იზრდება. 50-წლიანი დაძველების The Balvenieის ერთი ბოთლის ღირებულება დაახლოებით42000 დოლარი იყო. ლიმიტირებული წარმოებით150 ბოთლი ჩამოისხა და მათი შეძენა მხოლოდ პირველად ბაზარზე შეიძლებოდა. გასულ წელს კი The Balvenie-მ ყველაზე ძველი 60-წლიანი დაძველების ვისკი წარადგინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით, დაახლოებით 60 ბოთლამდე ჩამოისხა. ასე რომ, მომხმარებლისთვის The Balvenie ყველაზე ძვირად ღირებული ვისკია.

…თუმცა ჩემთვის Glenfiddich-ი არანაკლებ ძვირფასი ბრენდია, რადგან მას სხვაგვარად აღვიქვამ. გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, ის ჩემთვის ყველაზე მისაღებია. მას დაძველების 20-30-50-წლიანი პერიოდები აქვს.

რომელია ყველაზე გაყიდვადი ბრენდი?

სხვადასხვა მიმართულებით ასეთი ბევრია, თუმცა ყველაზე გაყიდვადი Grant’s-ია, რომელიც სტანდარტული ვისკის კატეგორიაში გადის; ასევე ყველაზე გაყიდვად ვისკის შორისაა Glenfiddich-ი. ის მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს; რაც შეეხება The Balvenie-ს, ის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის ათეულშია და ამავე ათეულში შედის სუპერპრემიალური ჯინი Hendrick’s-ი, რომელიც მომხმარებელში დიდი წარმატებით სარგებლობს.

კომპანიას საუკუნოვანი ისტორია აქვს, გამოწვევაც ალბათ ბევრი იყო. პანდემია და დღეს რუსეთ-უკრაინის ომი რა გავლენა მოახდინა ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით განვითარებულმა მოვლენებმა კომპანიის საქმიანობაზე… ორ ნაწილად გავყოთროგორ აისახა პანდემია?

კოვიდამდე, ორი ათწლეულის განმავლობაში კომპანიას კრიზისები არ ჰქონია. შოტლანდიაში ამ პერიოდს რენესანსს უწოდებდნენ. ქვეყანაში ახალი დისტილერიები და ბრენდები იხსნებოდა. კოვიდპანდემია კი პირველი კრიზისი იყო, რომლის წინაშეც დავდექით და დავძლიეთ. პანდემიის დროს შოტლანდიაში მთლიანობაში წარმოება საშუალოდ 25%-ით შემცირდა, თუმცა ახლა ყველაფერი აღდგენის გზაზეა. პანდემიის პერიოდში ევროპაში მოთხოვნა დაახლოებით 15%-ით შემცირდა, განვითარებად ბაზრებზე კი პირველი ორი თვე ხალხმა არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, თუმცა შემდეგ, განსაკუთრებით ეს სუპერპრემიალური სეგმენტის სასმელებს ეხება, გაყიდვების ზრდა დაიწყო. ჩვენ მდგომარეობისგანვითარების ნეგატიური სცენარი გვქონდა, მაგრამ პანდემიის დროს ვისკის გაყიდვები მზარდი იყო და პანდემიის შემდეგ ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. ვფიქრობ, კომპანია პრემიალური პროდუქტის წარმოებით, ბაზარზე სწორად პოზიციონირებს, რადგან მომხმარებელი მასზე უარის თქმას არ აპირებს. 

პანდემიის გავლენაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ, თუმცა ომს არ შევხებივართ. რა გავლენა მოახდინა კომპანიის საქმიანობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა?

კომპანია რუსეთს, ტერიტორიული სიდიდისგამო, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად ბაზრად განიხილავდა, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ გრანტების ბიზნესი საოჯახოა და თუ არჩევანი ბიზნესსა და ადამიანურ მორალს შეეხება, რა თქმა უნდა, კომპანია ადამიანის მხარეს ირჩევს, ამიტომ რუსეთის ბაზარი ხმაურის გარეშე დავტოვეთ. დღეს ლეგალურად ჩვენი პროდუქტი იქ არ იყიდება.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ომმა ლოგისტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა შუა აზიის ქვეყნები ჩვენს პროდუქტს სწორედ რუსეთის გავლით იღებდნენ, დღეს ასე აღარ ხდება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დღეს ყაზახეთს ჩვენი ბრენდები სწორედ საქართველოს გავლით მიეწოდება. საქართველო ერთგვარ სატრანსპორტო ჰაბად იქცა, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთ შემოსავლის წყაროს ნიშნავს. ამ ყველაფერმა შუა აზიის ქვეყნებს ლოგისტიკის ხარჯები გაუძვირა, რამაც პროდუქტის საბოლოო ღირებულება გაზარდა. შედეგად, რუსეთის ბაზრიდან გამოსვლამ გაყიდვებზე გარკვეული გავლენა, რა თქმა უნდა, მოახდინა, თუმცა არის სხვა ბაზრები, სადაც მოთხოვნა მზარდია, ასე რომ, აქცენტს ამ მიმართულებით ვაკეთებთ.

რაც შეეხება უკრაინას, იქ რა მდგომარეობაა ახერხებთ თუ არა ოპერირებას?

უკრაინა ჩვენთვის საკმაოდ დიდი ბაზარი იყო.დღეს ამ მიმართულებით თითქმის გაჩერებულები ვართ, რადგან ახლა უკრაინელებს სხვა საზრუნავი აქვთ. დარწმუნებული ვართ, ომის დასრულების შემდეგ ამ ბაზარს სწრაფად დავიბრუნებთ და იმ პოზიციებს აღვიდგენთ, რაც გვქონდა. ვფიქრობთ, დღეს უკრაინაში მთავარი საქმიანობა ქველმოქმედება უნდა იყოს.

ალექსანდრ, საქართველოში რამდენიმე დღით იმყოფებით. აქ თქვენი მასპინძელი ქვეყანაში William Grant and Sons-ის ექსკლუზიური პარტნიორი GD Alco-ა, რომელიც მრავალი წელია, ადგილობრივებს მაღალი კლასის სასმელს სთავაზობს. როგორ შეაფასებთ ქართულ ბაზარს რამდენად იცნობენ და უყვართ ღვინის სამშობლოში ვისკი?

William Grant and Sons-ი, ჩვენს პარტნიორ GDAlco-სთან ერთად, ქვეყანაში კარგ პოზიციებს იკავებს. ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ტოპ-ბაზარია. გაყიდვების მოცულობები აქ კოლოსალურია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადის შემოდინებაა… პანდემიამდეც ასე იყო. ტურისტები ჩვენს ბრენდებსიცნობენ და ყიდულობენ. ერთ-ერთი მიზეზი ალკოჰოლის მისაღები ღირებულებაცაა. მაგალითად, ინდოეთში ერთი ბოთლი Grant’s-ის ღირებულება იგივეა, რაც საქართველოში Glenfiddich-ის, ეს უკანასკნელი კი მათთან ძალიან ძვირი ღირს, რადგან საიმპორტო გადასახადი ინდოეთში ძალიან მაღალია. საქართველოში ეს გადასახადი ადეკვატურია, ამიტომ აქ ჩამოსული ტურისტები ალკოჰოლის შეძენისას თავს კომფორტულად გრძნობენ; არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ის ფაქტორი, რომ ქვეყანაში ალკოჰოლიან სასმელებთან თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები არსებობს ღვინოს და ჭაჭას ვგულისხმობ, ამიტომ მომხმარებლებს სასმელის გემოვნური თვისებები აინტერესებთ, სხვადასხვა ბრენდს ეცნობიან, ყიდულობენ და კოლექციონირებას მისდევენ; ესმით, რომელი ვისკი რომელი დღისთვის შეიძინონ; ამასთან, როგორც მახსოვს, TAX Free-ის პროცენტი საქართველოში მაღალია, ესეც დადებითად აისახება მოთხოვნასა და გაყიდვაზე. ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში გაყიდვები პერმანენტულად იზრდება.

პანდემიის შემდეგ საქართველოში HoReCa-ს წარმომადგენლებს პირველად ხვდებით. რა სიახლეებს გაუზიარებთ მათ?

საქართველოში ყოფნისას ათზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შევხვდები და იმ სიახლეებზე მოვუყვები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში დაგვიგროვდა. დიახ, ჩემი ვიზიტი რამდენიმედღიანია, თუმცა მომდევნო წლიდან რეგიონსა და საქართველოში სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია GD Alco-სთან ერთად უფრო გააქტიურდება.

რას ურჩევთ ქართველებს, რომლებსაც მაღალი კლასის სასმელების თანხლებით ურთიერთობის ტრადიციების სჯერათ და მისდევენ?

ჩემი რეკომენდაცია ზოგადია ცხოვრებამშვენიერია. თუ რომელიმე პროდუქტი გიყვართ, საკუთარ თავთან კომპრომისზე ნუ წახვალთდა მხოლოდ საუკეთესო აირჩიეთ. თუ გიყვართ ალკოჰოლური სასმელები, საუკუნეში, როდესაც მაღალი კლასის ალკოჰოლის დაგემოვნება შეგიძლიათ, შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები პროდუქტი, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეარჩიეთ სასმელი, გაეცანით და დაუთმეთ მასდრო. ალკოჰოლის შეძენის შემდეგ საჩქარო არაფერია შეჩერდით და მიეცით თავს განტვირთვის საშუალება. თუ შევხედავთ შოტლანდიელებს, ისინი დიდხანს ცხოვრობენ, რადგან მათ, ისევე როგორც ქართველებმა, სასმელთან ურთიერთობა იციან. თუ ქართულ სადღეგრძელოს გავიხსენებთ ეს ხომ გრძელი ამბავია და ის სასმელთან და გარშემომყოფებთან ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *