სოჭში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ სამიტი აღარ შედგება

სოჭში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ სამიტი აღარ შედგება

უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, სოჭში დაგეგმილი „დიდი რვიანის“ სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები შვიდმა ქვეყანამ შეაჩერა.     

ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, ასევე ევროპის საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ვგმობთ და გადაწვეტილებას ვიღებთ, შევაჩეროთ „დიდი რვიანის“ სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაობი, რომელიც სოჭში, ივნისის თვეში უნდა გაიმართოს“, – ამის შესახებ ნათქვამია 7 ქვეყნის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. 

„დიდი რვიანისთვის“ მოსამზადებელი სამუშაობის შეჩერების პარალელურად, შეერთებული შტატები უკრაინისთვის ტექნიკური-ფინანსური დახმარების აღმოჩენაზე მუშაობს. ბარაკ ობამამ საკუთარ ადმინისტრაციას უკრაინის ხელისუფლების დასახმარებლად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საჩქარო ურთიერთქმედებისკენ მოუწოდა. „გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იმისთვის, რომ ახალ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი რეფორმების მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ უკრაინამ წარმატებული არჩევნები ჩაატაროს“, – ნათქვამია ობამას განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.