SpaceX-ის კვალდაკვალ: როგორ შეცვალა Nasdaq-ის ახალმა წესებმა Anthropic-ის მოსალოდნელი IPO-ს სცენარი?

SpaceX-ის კვალდაკვალ: როგორ შეცვალა Nasdaq-ის ახალმა წესებმა Anthropic-ის მოსალოდნელი IPO-ს სცენარი?

ფოტო: Reuters

 

მომავალ კვირას, როდესაც Anthropic-ი მოსალოდნელი IPO-ს შემდეგ საფონდო ბირჟაზე გამოჩნდება, მისი აქციების ფასს პირველ კვირებში დიდწილად განსაზღვრავს არა ის, თუ ვის სურს მათი შეძენა, არამედ ის, თუ ვის ევალება ან უწევს მათი ყიდვა. ინვესტორები კი, ამ პროცესის უკეთ გასააზრებლად, საფონდო ბირჟაზე SpaceX-ის ივნისში განხორციელებულ წარმატებულ დებიუტს აკვირდებიან.

ილონ მასკის SpaceX-მა მსხვილი კომპანიების საფონდო ბირჟაზე დალისტვის ტრადიციული პრაქტიკა შეცვალა. კერძოდ, Nasdaq-მა გადახედა და შეცვალა წესები ინდექსებში კომპანიების ჩართვასთან დაკავშირებით. შედეგად, აქციების შესაძენად პასიური ინვესტიციების დიდი ნაკადის მიმართვა ბირჟაზე გამოჩენიდან პირველივე 15 დღის განმავლობაში გახდა შესაძლებელი.

აქამდე, ინდექსების მსხვილი პროვაიდერები ახალდალისტულ კომპანიებს თავიანთ ინდექსებში, როგორც წესი, ბირჟაზე გამოჩენიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ რთავდნენ. SpaceX-ის მსგავსად, ბირჟაზე გამოჩენიდან 5-15 დღის ვადაში, სულ მცირე, ექვს მსხვილ ინდექსში, მათ შორის FTSE-ის აშშ-ის ინდექსში, S&P Total Market Index-სა და Nasdaq 100-ში ჩართვას Anthropic-იც შეძლებს.

SpaceX-მა თავისი $75-მილიარდიანი შეთავაზებიდან მეხუთედი კერძო ინვესტორებისთვის გამოყო, რაც სტანდარტულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. როგორც ირკვევა, Anthropic-საც იგივე გეგმა აქვს. SpaceX-ის გაყიდული აქციების თითქმის ნახევარი სწორედ ინდექსურმა ფონდებმა და კერძო ანუ საცალო ინვესტორებმა შეიძინეს.

Anthropic-ის მიზანი 825 მილიონი ერთეული აქციის გაყიდვით $64.4 მილიარდის მოზიდვაა, რაც კომპანიას $1.4-ტრილიონან ღირებულებას მიანიჭებს. ანალიტიკოსების შეფასებებით, განსაკუთრებით მაღალი აქტივობა Anthropic-ის დალისტვის პირველ დღეებშია მოსალოდნელი.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.