მთავრობა სტარტაპების სამართლებრივი დეფინიციის შემოღებას გეგმავს. როგორც პარლამენტისთვის წარდგენილ პროგრამაშია აღნიშნული, დადგინდება სტარტაპის სტატუსის მოპოვების წესი, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება, თუკი ბიზნესს სურს სამთავრობო პროგრამებით ისარგებლოს, რომელიც სტარტაპებზე ვრცელდება.
კონკრეტულად რა პირობებზეა საუბარი პროგრამაში აღნიშნული არაა. შესაბამისი ინიციატივა გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ “სამთავრობო პროგრამა 2019-2020”-ს ერთვის თან.