ტაჯიკურმა Somon Air-მა თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო

ტაჯიკურმა Somon Air-მა თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო

TAV Georgia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიახაზებმა, Somon Air-მა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო.

Somon Air-მა საქართველოს დედაქალაქის აეროპორტიდან პირველი რეგულარული რეისი უკვე განახორციელა. როგორც ირკვევა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები დუშანბე – თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება.

ცნობისთვის, ავიაკომპანია ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს.

Somon Air-ი, რომელიც დუშანბეში 2008 წელს დაფუძნდა, რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.