ტერაბანკი ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გადახდის სისტემით, Google Pay-ით სარგებლობას სთავაზობს.
Google Wallet ციფრული საფულეა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში უსაფრთხოდ შეინახონ საკუთარი ბარათები, ბილეთები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და სხვა. შემდეგ კი სწრაფად და მარტივად, მხოლოდ ტელეფონით მიიღონ წვდომა მათზე და ერთი დაწკაპებით, საკომისიოს გარეშე გადაიხადონ ყველგან, სადაც Google Pay ხელმისაწვდომია.
Google Pay-ით სარგებლობისთვის ანდროიდის მომხმარებლებმა Google Play-დან აპლიკაცია Google Wallet უნდა ჩამოტვირთონ, მასში სასურველი სადებეტო ან საკრედიტო ბარათი დაამატონ, შემდეგ კი ტერმინალზე მობილური ტელეფონის ერთი შეხებით მარტივად და კომფორტულად გადაიხადონ. აღსანიშნავია, რომ Google Pay-ით ანგარიშსწორება შესაძლებელია აპლიკაციებსა და ვებგვერდებზეც — ყველგან, სადაც Google Pay-ს ნიშანია განთავსებული.
„მოხარულები ვართ, რომ ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე და სერვისი შევთავაზეთ. Google Pay და მისი აპლიკაცია Google Wallet, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, მათთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდების პროცესს კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის“, – აცხადებენ ტერაბანკში.
Google Wallet ყველაზე თანამედროვე პარამეტრებითაა დაცული. მათ შორისაა: ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია, Find My Phone, მონაცემების დისტანციურად წაშლა და ა.შ. კონფიდენციალურობის პარამეტრების დახმარებით, მომხმარებელი თავად აკონტროლებს პირად მონაცემებს და განსაზღვრავს, ვინ ხედავს და იყენებს მათ. ამასთან, ანდროიდით გადახდის დროს, Google Pay ბიზნესს ბარათის ნომერს არ უზიარებს, რაც ნიშნავს, რომ ტრანზაქციები უსაფრთხოდაა დაშიფრული გადახდამდე, გადახდის დროს და გადახდის შემდეგ.