Tesla-ას თანადამფუძნებელი EV-ბატარეის მასალის ელექტროსადგურს ქმნის

Tesla-ას თანადამფუძნებელი EV-ბატარეის მასალის ელექტროსადგურს ქმნის

Redwood Materials-ი ბატარეების გადამმუშავებელი კომპანიაა, რომელიც Tesla-ს თანადამფუძნებლისა და  JB Straubel-ის ყოფილი ტექნიკური ხელმძღვანელის, ჯეფრი სტრობელის მიერ შეიქმნა. Redwood Materials-ი გამოყენებული ლითიუმ-იონური უჯრედებისა და ელექტრონიკის ღირებული მასალის აღდგენას და ინვესტიციის სახით, ამერიკაში ელექტრომობილების ბატარეებისთვის საჭირო მასალის შემქმნელ ქარხანაში $1 მილიარდზე მეტის ჩადებას გეგმავს.

აშშ-ის შტატ ნევადაში დაფუძნებული კომპანია Redwood Materials-ი, რომელმაც ივლისში ლითიუმის კობალტის, ნიკელისა და სხვა მეტალების აღსადგენად $700 მილიონი მოიზიდა, ბატარეების მასალის წარმოებისთვის გადამუშავებული პროდუქტის გამოყენებას აპირებს, რომელსაც ის შემდგომში ლითიუმ-იონის უჯრედების შემქმნელებს მიჰყიდის. Redwood-ი ქარხნისთვის ტერიტორიას სავარაუდოდ 2022 წელს შეარჩევს. კომპანიის გათვლებით, 2025 წლისთვის ქარხანა მილიონობით ელექტრომობილისთვის საკმარის, წლიურად 100 გიგავატ/საათის კათოდური მასალისა და ანოდური კილიტას წარმოებას შეძლებს. გარდა ამისა, საწარმო 1,000-ზე მეტი მუშახელის დაქირავებას და 2030 წლისთვის, გადამუშავების ხუთჯერ გაზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის გეგმა ემთხვევა ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანს, გაზარდოს ელექტრომობილების გაყიდვები კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად. თუმცა გეგმის შესრულება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, შეერთებულ შტატებში ბატარეის წარმოების გაფართოებასა და ბატარეის უჯრედებში შემავალი კომპონენტების წარმოების ლოკალიზაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე თითოეული უჯრედისთვის საჭირო ანოდისა და კათოდური მასალები  ძირითადად აზიის კონტინენტზე იწარმოება.

Pitchbook-ის თანახმად, 2017 წელს კომპანიის დაარსების დღიდან, Redwood-მა $740 მილიონის თანხა მიიღო, მისი ღირებულება კი ამჟამად 3.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ის იყენებს ძველი ბატარეებისა და ელექტრონიკის მასალებს, რომელთაც მისი პარტნიორებისგან, მათ შორის, Panasonic-ისა და Envision AESC-სგან იღებს. 2020 წელს კომპანიამ 10 000 ტონა ნარჩენი დაამუშავა და წელს რამდენიმე გიგავატ/საათის მასალას გადაამუშავებს. პაკეტის ზომის მიხედვით, ერთ გიგავატ/საათი ბატარეის მასალა 10,000-დან 20,000-მდე ელექტრომობილისთვის იქნება საკმარისი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *