Tesla-ს ღირებულებამ ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

Tesla-ს ღირებულებამ ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა

რამდენიმე დღის წინ Tesla ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში მე-6 კომპანია გახდა, რომლის ღირებულებაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ორშაბათს კომპანიის აქციათა ფასები 12%-ით გაიზარდა და საფონდო ბირჟის დახურვისას 1,025 დოლარი შეადგინა. მეტწილად, აღნიშნული ზრდა კომპანია Hertz-ის მიერ 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების, 100 000 ავტომობილის შეკვეთის დამსახურება იყო, თუმცა გარკვეული როლი ითამაშა კომპანიის საშემოსავლო დოკუმენტების ანგარიშების გამოქვეყნებამაც.

ამ გარემოებებმა კი ორშაბათს ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის, კომპანია 1-ტრილიონიანი კომპანიების რიგებს შეუერთა. თუმცა მისი ღირებულება დაახლოებით 2.5-ჯერ ნაკლებია მსოფლიოს უდიდესი კომპანიის, Apple-ის ღირებულებაზე, რომელიც 2.5 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იგი ასევე მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარ კომპანია Microsoft-საც, რომლის ღირებულებაც 2.3 ტრილიონი აშშ დოლარის ტოლია.

გარდა აღნიშნული კომპანიებისა, ტრილიონდოლარიანი კორპორაციების ოჯახში Google-ის მფლობელი Alphabet-ი, და Amazon-ი შედიან. მათი ღირებულება კი, შესაბამისად, 1.8 და 1.7 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საინტერესოა ისიც, რომ Tesla  ამერიკის ისტორიაში მეორე კომპანიაა, რომელმაც აღნიშნული ყველაზე სწრაფად შეძლო. მან ამ შედეგს 2010 წელს IPO-ზე გასვლიდან 12 წელიწადში მიაღწია. ამ მხრივ ყველაზე „სწრაფი“ კომპანია ამერიკის ისტორიაში კი Facebook-ი გახლავთ, რომელმაც იმავე შედეგის გამეორება 9 წელიწადში მოახერხა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *