Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წელს თბილისში წინა წელთან შედარებით საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა და 14,061 შეადგინა.
რაც შეეხება ბინების ფასს, ის წლიურ ჭრილში 15%-ით გაიზარდა, თუმცა, როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, გასული წლის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი მცირდებოდა.
მომატებული ფასების შედეგად, 2023 წელს თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 2022 წლისგან განსხვავებით კი, გასულ წელს მოთხოვნა პირველადი ბაზრის სასარგებლოდ შეიცვალა.
Colliers Georgia-ს ანგარიშის მიხედვით, თბილისის ტოპ-5 უბანი, სადაც 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა:
- სამგორი – 8,643 ტრანზაქცია
- საბურთალო – 8,238 ტრანზაქცია
- დიდი დიღომი/დიღომი – 6.712 ტრანზაქცია
- გლდანი – 4,729 ტრანზაქცია
- ნაძალადევი – 3,914 ტრანზაქცია
ცნობისთვის, გასული წლის განმავლობაში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დიდგორსა და წყნეთში დაფიქსირდა, შესაბამისად, 81 და 88.