თბილისში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია  - საქსტატი

თბილისში უძრავი ქონება ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია  - საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI)  2.5%–ით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9%  შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 6.2 %–ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ფასების ინდექსი თბილისით შემოიფარგლება და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს – როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით კერძო სახლების ფასები 13%–ით, ხოლო ბინების ფასები 7.3%–ით გაიზარდა.

2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში -1.8%, ისე კერძო სახლების სეგმენტში -4.6%–ი.

2021 წლის მესამე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება თბილისის უბნების მიხედვით ასე გამოიყურება.

საქსტატი

ყველაზე მაღალი ფასი საცხოვრებელი ბინების სეგმენტში თბილისის ცენტრალურ უბნებში ფიქსირდება. მთაწმინდაზე ახალაშენებულ ბინებში ერთი კვადრატული მეტრის ფართის საშუალო ღირებულება 4089 ლარს აღწევს. ხოლო კერძო სახლების სეგმენტში 1მ2 ფართი ყველაზე ძვირი ვაკის რაიონშია.

ახალაშენებული (დასრულებული) ბინების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება, მათი მდგომარეობის (კარკასის) მიხედვით ასე გამოიყურება:

საქსტატი

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს ქალაქ თბილისში.

 

მთავარი ფოტო: Emily Lush

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.