The Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში ივლისში იხსნება

The Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში ივლისში იხსნება

მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული სასტუმროების ქსელი Hilton საქართველოში კიდევ ერთ სასტუმროს ხსნის. Hilton Garden Inn Tbilisi Riverview პირველ სტუმრებს უკვე წელს, ივლისიდან მიიღებს.

სასტუმროს ადგილმდებარეობა მეტყველებს იმაზე, რომ ძველი თბილისის ისტორიული უბნის განვითარება წარმატებით გრძელდება. Hilton Garden Inn Tbilisi Riverview მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, მისი ფანჯრებიდან კი ქალაქის პანორამული ხედები იშლება. თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან, ისტორიულ ადგილებთან და გასართობ ცენტრებთან სიახლოვე დამატებით კომფორტს შეუქმნის სტუმრებს. ნარიყალას ციხესიმაგრემდე, გოგირდის აბანოებამდე და სამების საკათედრო ტაძრამდე სულ სამიოდე კილომეტრშია. ახლოსაა ლეღვთახევის ჩანჩქერი და ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

თანამედროვე დიზაინითა და მაღალი დონის მომსახურებით გამორჩეულ Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ში 160 კეთილმოწყობილი, მაქსიმალურ კომფორტზე გათვლილი ნომერია. „სასტუმრო სტუმრებს კომფორტულ და მყუდრო ნომრებს სთავაზობს, მიუხედავად იმისა, საქმიანი მოგზაურობაა ეს მათთვის თუ, უბრალოდ, დასვენება, – ამბობს Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ის გენერალური მენეჯერი კაროლი ლაკატოსი, – ჩვენი გუნდის წევრები მოუთმენლად ელიან სტუმრებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში, ჩვენი ცნობილი მეგობრული, მზრუნველი განწყობით“.

სასტუმროში მოქმედი რესტორანი Together & Co ასევე საერთაშორისო ბრენდია. აქ სტუმრებს საუზმით, სადილითა და ვახშმით გაუმასპინძლდებიან. ბარში კი – გემრიელი სასმელებისა და კოქტეილების დაგემოვნებას შეძლებენ. Together & Co-ის თბილი, მყუდრო სივრცე Hilton Garden Inn-ის სტილშია დაპროექტებული. ეს არის საუკეთესო ადგილი სოციალიზაციისთვის, თანამოაზრეებთან შეხვედრისა და ურთიერთობისათვის, გემრიელი საკვებისა და სასმელების თანხლებით. ასორტიმენტში ყოველთვის აღმოაჩენთ კლასიკურ ფავორიტებს და რამდენიმე ორიგინალურ ახალ გემოს.

სხვადასხვა სახის ღონისძიებების მოსაწყობად განკუთვნილია სამი საკონფერენციო დარბაზი ყველანაირი საჭირო მოწყობილობით.

სტუმრების განკარგულებაშია ფიტნეს-ცენტრი, 24-საათიანი სასტუმროს მაღაზია უმაღლესი ხარისხის ჯანსაღი, გემრიელი და ახალი პროდუქტებით; სასტუმროში უზრუნველყოფილია უფასო Wi-Fi და სამრეცხაო.

თითოეულ ნომერში სტუმრებს დახვდება ბრენდის საფირმო ლოგინი, ტევადი სამუშაო მაგიდა ერგონომიული სავარძლით, მინი მაცივარი და ყველანაირი პირობა არომატული ყავის მოსამზადებლად.

სასტუმრო კეთილგანწყობილია შინაური ცხოველების მიმართ და მზადაა მიიღოს სტუმრები თავიანთ საყვარელ ოთხფეხა მეგობრებთან ერთად.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview-ის მთავარი მიზანია, სტუმრებს მაღალი დონის მომსახურება და ხელმისაწვდომი ფასები შესთავაზოს გამორჩეულ გარემოში და მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვოს.

Hilton Garden Inn Tbilisi Riverview -ის მისამართია: თბილისი, იალბუზის ქ. N17.

S