თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 14.4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 14.4%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

Galt & Taggart-მა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2024 წლის თებერვალში საქართველოს მიერ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.4%-ით გაიზარდა და 275 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მიგრაციის ეფექტის გამორიცხვით წლიური ზრდა 34.6%-ს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის შეფასებით, 2024 წლის პირველ ორ თვეში ქვეყნის მიერ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამურად 574 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 10.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10%-ით გაიზრდება და 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $4.1 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.